რეზონანსი
07.07.2020

გიორგი შაქარაშვილის ბიძამ მედიას კიდევ ერთხელ მოუწოდა, რომ სპეკულაციებისგან თავი შეიკავოს.

მირიან ნიკოლაძემ განაცხადა, რომ სხვადასხვა ტელევიზიებს გიორგი შაქარაშვილის საქმეზე მოპოვებული ფოტოებით, თუ კადრებით და ასევე სხეულის დაზიანებების ფორმაზე საუბრით საზოგადოება შეცდომაში შეყავს. ამის შესახებ შაქარაშვილის ბიძამ განმარტება აჭარის ტელევიზიის ეთერში, ვახო ხუზმიაშვილის გადაცემა „თავისუფალ სივრცეში“ გააკეთა.

„მაპატიეთ, თქვენს კოლეგებს ეხება მაგრამ რომ არ ვთქვა არ შემიძლია – ვიზუალური თვალსაზრისით ამ ძალათ სკანდალების მოსმენას ყოველ დღე, რომ თითქოს ვიღაცამ რაღაც ფოტოები აღმოაჩინა, თითქოს ვინმემ რაღაც დასკვნა დადო, არ დაიჯეროთ! რეალობასთან ამას არანაირი კავშირი არ აქვს.

ექსპერტების თქმით, პირველადი დათვალიერებით ძვლების მოტეხილობის ბავშვს არ აღენიშნება. ეს არ ნიშნავს, რომ ბავშვს ვიღაცამ არ სცემა და არ ჩაახრჩო წყალში, მაგრამ სიმართლე ხომ უნდა ვიცოდეთ?! ოჯახს არ უნდა თავის მოტყუება და დაგვანებონ რა ამ ადამიანებმა თავი, ვისაც რაღაცის თავზე მოხვევა უნდა.

ჩვენთვის ეს საინტერესო არ არის, ჩვენთვის მთავარია სიმართლე, რა მოხდა რეალურად, ამიტომ ამ დაზიანებებზე შემიძლია ეგ გითხრათ. იყო მთელ სხეულზე, თუმცა მოტეხილობების სახით ეს დაზიანებები არ იყო“, – განაცხადა მირიან ნიკოლაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×