რეზონანსი
06.07.2020

არ არის მოტეხილი ზედა კიდური. არსად არ მითქვამს მე, რომ ნეკნები, მკერდის ძვალი ან კიდური აქვს მოტეხილი-აცხადებს დამოუკიდებელი ექსპერტი ალექსანდრე გეჯაძე, გიორგი შაქარაშვილის ცხედარზე. მისივე განმარტებით,  ხელს აქვს არაფიზიოლოგიური განლაგება, მოხრილია თითქმის 90 გრადუსით, თუმცა ეს არ მიუთითებს მოტეხილობაზე - მისივე თქმით, შაქარაშვილს მოტეხილობები არ აღენიშნება.

„არ არის მოტეხილი ზედა კიდური. არსად არ მითქვამს მე, რომ ნეკნები, მკერდის ძვალი ან კიდური აქვს მოტეხილი. სხივ-მაჯის სახსარში არაფიზიოლოგიური განლაგება არ მიუთითებს, რომ რადგან მოხრილია, ადგილი ჰქონდა მოტეხილობას. გვამის კვლევის დროს მოტეხილობებს ადგილი არ ჰქონია. შემიძლია გითხრათ ერთადერთი - ფოტო მასალით დაზიანებების სიმძიმეზე საუბარი ძნელია. სხეული და სახის მიდამო მოსვრილი აქვს ქვიშით, სხვა საგნებით და მცენარეებით", - ამბობს გეჯაძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×