რეზონანსი
06.07.2020

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა:

„ჩვენ გავაკეთეთ საჯარო შეთავაზება, თუმცა, ამაზე მივიღეთ ძალიან ლოგიკურად უარყოფითი პასუხი. ლოგიკურია ის, რომ მათ ინტერესებშია ის ვითარება, რომელიც არის საარჩევნო უბნების გარშემო.

ჩვენ 2019 წელს ვცადეთ, შეგვექმნა ისეთი ვითარება, როდესაც არავინ არ იდგებოდა 25-მეტრიან რადიუსში, თუმცა მაშინაც, ჯერ დილის 8 საათი არ იყო, როდესაც „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს, „ევროპული საქართველოს“ არა მარტო აქტივისტებს, წევრებსაც ჰქონდათ დაკავებული 25-მეტრიანი რადიუსი.

შესაბამისად, აქ ყველაფერი არის ნათელი. ინფორმაციას მივაწვდით ჩვენ საერთაშორისო პარტნიორებსაც. ჩვენ მანამდეც ვეუბნებოდით მათ, რომ სწორედ „ნაცმოძრაობა“ უშლიდა ხელს 25- მეტრიანი რადიუსის დაცვას და ეს ძალიან მარტივად გამოაშკარავდა იმ პასუხებით, რომლებიც ჩვენ მივიღეთ.

ძალიან მარტივად გაიყიდნენ, ჟარგონზე რომ ვთქვათ. მათი მოთხოვნა იყო, თითქოს 25-მეტრიანი რადიუსის დაწესება და ამ რადიუსის შიგნით ადამიანების დგომის სრული აკრძალვა, მაგრამ როგორც კი შევთავაზეთ მემორანდუმის გაფორმება ამასთან დაკავშირებით, მაშინვე უარი თქვეს. ხშირად, ისინი აყენებენ ხოლმე ისეთ მოთხოვნას, რომელსაც თვითონაც ეწინააღმდეგებიან. მარტივი ტრიუკით მათი ეს ჩანაფიქრი გამოვავლინეთ. შეაბამისად, მათ არაფერი აქვთ სათქმელი."

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
ჩაწერა სახელი
kosta   (06.07.2020)
ოპოზიციაში რო ყლეები არიან კი მაგრამ ეს რა მატყუარა ყლე ყავს გამჩენს ამის ხუჭუჭა დედას რო მოვტყან


Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×