რეზონანსი
06.07.2020

თუკი წესებს არ დავიცავთ და დღევანდელ სიტუაციას არ შევინარჩუნებთ, უკეთეს შემთხვევაში შესაძლოა, რეგულაციების გამკაცრება მოგვიწიოს და უარეს შემთხვევაში მეორე ტალღა უფრო სწრაფად და უფრო მძლავრიც ვიხილოთ, - ამის შესახებ პარლამენტის ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, დიმიტრი ხუნდაძემ „POSTV"-ის ეთერში განაცხადა.

„მოგეხსენებათ არჩევნები ოქტომბერშია, სწორედ ამ პერიოდისთვის ეპიდემიოლოგები კორონავირუსის მეორე ტალღას ვარაუდობენ. ეს მოლოდინი უკვე შეინიშნება, რადგან მსოფლიოში უკვე 11 მილიონზე მეტი ადამიანია დაინფიცირებული. არის ქვეყნები, მაგალითად სამხრეთ ამერიკის, სადაც დაინფიცირებულთა რაოდენობა მატულობს და სიკვდილიანობის მაჩვენებელიც ყურადსაღებია. გასათვალისწინებელია ის, რომ სამეზობლოში საკმაოდ არასახარბიელო ვითარებაა. ჩვენ გვაქვს საკმაოდ კარგი სამზადისი იმისთვის, რომ შიდა ეპიდვითარება იყოს უსაფრთხო. მაგრამ სრულად იზოლირებული ვერ ვიქნებით მითუმეტეს იმ რეჟიმში, როცა საზღვრების გახსნას დავიწყებთ", - აღნიშნა დიმიტრი ხუნდაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×