რეზონანსი
06.07.2020

გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ერთ-ერთი დაკავებულის, გიგა ტატიაშვილის ადვოკატმა "დღის კურიერის" ეთერში განაცხადა, რომ შესაძლოა, გიორგი შაქარაშვილის ცხედარი მომხდარიდან რამდენიმე დღის შემდეგ მიიტანეს და ჩააგდეს წყალში. ადვოკატის განმარტებით, შაქარაშვილის ცხედარზე წყლის ზემოქმედება შესამჩნევად არ იყო.

„როდესაც მე ვათვალიერებდი გარდაცვლილის ფოტოსურათებს, რეალურად, ერთი საგულისხმო მომენტი ის იყო, რომ თვითონ წყლის ზემოქმედება და გარკვეულწილად ამ შემთხვევაში მისი სხეულის მდგომარეობა, რაღაც ეჭვი გამიჩინა ის, რომ შესაძლებელია ეს 4 დღე წყალშიდაც არ ყოფილიყო.

წყლის ზემოქმედება არ იყო შესამჩნევი და ამავე დროს არ არის გამორიცხული ჩემი შეხედულებით ის, რომ შესაძლებელია 19-ში კი არ მოხდა და 18-ში კი არ ჩააგდეს წყალში, შესაძლებელია მერე მოიტანეს და მერე ჩააგდეს, არც ამას არ გამოვრიცხავ," - განაცხადა გიგა ტატიაშვილის ადვოკატმა გიორგი ყიფშიძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×

sesionArray ( [s_logi] => rezoni_index )
cookieArray ( )