რეზონანსი
06.07.2020

სამაგიდო თამაშების ყველაზე დიდი პლატფორმა რეგიონში ევროპაბეთი და საქართველოს სპორტული ნარდის ფედერაცია, პროფესიონალურ ნარდში პირველ რეგიონალურ ონლაინ-ჩემპიონატს ატარებენ. 5 ივლისიდან სტარტი აიღო საკალიფიკაციო პირველობებმა, უშუალოდ ჩემპიონატი კი 26 ივლისს, europebet.com-ზე დაიწყება.

ევროპაბეთსა და სპორტული ნარდის ფედერაციას შორის 3 თვის წინ გაფორმებული მემორანდუმი, პროექტის "პასუხისმგებლიანი თამაში" ნაწილია. კომპანია სპორტის ამ სახეობას მხარს აქტიურად უჭერს და მის განვითარებაში საკუთარი წვლილი შეაქვს. სხვა მიმდინარე და უკვე დასრულებული პროექტების შესახებ სრულ ინფორმაციას შეგიძლიათ responsible.ge-ზე გაეცნოთ.

რეგიონში პირველი ონლაინ-ჩემპიონატის ჩატარების იდეაზე, მის მიზანსა და მნიშვნელობაზე, ასევე სამომავლო გეგმებაზე, ევროპაბეთის პოკერის, მაგიდის თამაშებისა და მინი-თამაშების განყოფილების უფროსი სანდრო ქოქოსაძე, საქართველოს სპორტული ნარდის ფედერაციის პრეზიდენტი რევაზ ცხოვრებაშვილი და სომხეთის ნარდის ფედერაციის პრეზიდენტი, მსოფლიოს ჩემპიონი ხაჩიკ მელიქიანი გვესაუბრნენ. 

ნარდი, როგორცსპორტი

სანდრო ქოქოსაძე: ევროპაბეთმა თებერვალში სამაგიდო თამაშების პლატფორმა მოამზადა, რომელიც ნარდის გარდა, ასევე მოიცავს დომინოს და ბურას. კომპანიამ სტრატეგიად დაისახა, რომ ეს მიმართულება ყველაზე მეტად განევითარებინა და ამ სფეროში მომხმარებლისთვის საუკეთესო პირობები შეეთავაზებინა. აქედან დაიბადა იდეა, რომ აქცენტი საქართველოში ძალიან პოპულარულ, ყველაზე მეტად საყვარელ, ცოდნაზე და არა იღბალზე დამყარებულ თამაშზე -  ნარდზე გაგვეკეთებინა და სპორტული ნარდის ფედერაციასთან გვეთანამშრომლა. კომპანიასა და ფედერაციას შორის არის ურთიერთშეთანხმება. ჩვენ მაქსიმალურად ვზრუნავთ ნარდის პოპულარიზაციაზე. კომპანიას სურს, რომ თავის პლატფორმაზე მომხმარებლებს საუკეთესო შეთავაზებები წარუდგინოს. ეს პირველი ონლაინ რეგიონალური ტურნირიც სწორედ ამის დადასტურებაა. პოპულარულ სამაგიდო თამაშებს ევროპაბეთზე ერთდროულად საშუალოდ 10 000 ადამიანი თამაშობს, ეს კი რეგიონში საუკეთესო შედეგია. ევროპაბეთი ჩამოყალიბდა რეგიონში სამაგიდო თამაშების ყველაზე დიდ პლატფორმად. სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ ჩაგვეტარებინა ონლაინ რეგიონალური ტურნირი.     

ჩემპიონატში რეგიონის რომელი ქვეყნებიდან ელოდებით მონაწილეებს, ჯამში, რამდენი მონარდის ჩართვას ვარაუდობთ და რამდენად ძლიერი შემადგენლობა მოიყრის თავს?

სანდრო ქოქოსაძე: პირველ რიგში უნდა აღინიშნოს, რომ ტურნირში მონაწილეობას ქართველი გამორჩეული მონარდეებიც მიიღებენ, რომლებიც აქტიურად არიან ჩართულები სპორტის ამ ინტელექტუალურ სახეობაში. ასევე ველოდებით მონაწილეებს მეზობელი ქვეყნებიდან - სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან, თურქეთიდან და სავარაუდოდ, უკრაინიდანაც. ვფიქრობ, ტურნირზე კონკურენცია მაღალი იქნება და მასში მაღალი დონის მოთამაშეებიც გამოვლენ, რომლებიც ნარდს, როგორც პროფესიონალურ სპორტს, ისე უყურებენ. ნებისმიერ მსურველს შეუძლია გამოსცადოს თავი პროფესიონალ მოთამაშეებთან.

როგორ აპირებს ევროპაბეთი უსაფრთხოებისა და სამართლიანი თამაშის გაკონტროლებას.

სანდრო ქოქოსაძე: არიან მოთამაშეები, რომლებიც თაღლითობენ - სვლის გასაკეთებლად სპეციალურ პროგრამას იყენებენ, რომელსაც გარკვეული დრო სჭირდება. სწორედ ამიტომ, ჩვენ მოთამაშეებისთვის განკუთვნილი დროის კონვენციები შევცვალეთ - სვლის გასაკათებლად ფიქრის დრო შევამცირეთ. აქედან გამომდინარე, ტურნირი სწრაფ რეჟიმში წარიმართება, რაც თაღლითობის შესაძლებლობას შეამცირებს. 

ამავდროულად, ჩვენ გვყავს სათამაშო კონტროლის გუნდი, რომელიც 12 ადამიანისგან შედგება. ტურნირის მიმდინარეობას მკაცრად გავაკონტროლებთ და თუ არასამართლიან თამაშს შევნიშნავთ, მყისიერად მოვახდენთ რეაგირებას.  

როგორია ევროპაბეთის სამომავლო გეგმები ნარდის ფედერაციასთან თანამშრომლობის ფარგლებში და თუ აპირებთ მსგავსი ონლაინ ტურნირების კიდევ გამართვას?

სანდრო ქოქოსაძე: კომპანიას სტრატეგიად აქვს დასახული, რომ სამაგიდო თამაშების, მათ შორის ნარდის მომხმარებლები მთელი წლის განმავლობაში კარგი და მომგებიანი აქციებით წაახალისოს. იქნება ახალ-ახალი სიურპრიზები. რა თქმა უნდა, იქნება ახალი ტურნირებიც. 

ნარდი არ განიხილება, როგორც აზარტული თამაში, ჩვენ მას ვუყურებთ, როგორც სპორტს. ჩვენი კომპანია ყველანაირად მხარს უჭერს ჩვენს ქვეყანაში ინტელექტუალური სპორტის წახალისებასა და პოპულარიზაციას. ეს ონალინ რეგიონალური ტურნირი პირველი საერთო ღონისძიებაა, რომელსაც ნარდის ფედერაციასთან ერთად ვაკეთებთ. ამ შეჯიბრით ვიწყებთ, არცთუ შორეულ მომავალში კი ვაპირებთ, კიდევ უფრო უკეთესი და დიდი ტურნირები ჩავატაროთ, გაცილებით დიდი საპრიზო ფონდით. 

დაბოლოს, წარმატებას ვუსურვებ მოთამაშეებს!

რევაზ ცხოვრებაშვილი: კომპანია ევროპაბეთთან გვქონდა გარკვეული ურთიერთობები, რის შემდეგაც გავაფორმეთ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, რომლის ფარგლებშიც წელს ბევრი ღონისძიება გვქონდა დაგეგმილი, მაგრამ, სამწუხაროდ, კორონავირუსის პანდემიამ ძალიან შეგვიშალა ხელი. 

ონლაინ ტურნირის ჩატარების მიზანიც, პანდემიის გამო გარკვეულ პერიოდში შინ დარჩენილი ადამიანების წახალისება და მათთვის თამაშის შესაძლებლობის მიცემაა.

საქართველოს მასშტაბით, უშუალოდ ფედერაციის ეგიდით, ონლაინ ტურნირი არ გამართულა და ეს პირველი მცდელობაა არამხოლოდ საქართველოში, მთლიანად რეგიონში. მსოფლიო ფედერაციის მხარდაჭერით, სპეციალურად შექმნილ ინტერნეტ ფედერაციას ამ მიმართულებით აქვს გარკვეული წამოწყებები, თუმცა არა ფართო მასშტაბებით. 

ზოგადად, რამდენად წარმატებულები არიან ქართველი მონარდეები მსოფლიო მასშტაბით?

რევაზ ცხოვრებაშვილი: გამორჩეულებიც გვყავს და საკმაოდ წარმატებულებიც. მსოფლიო მასშტაბით ყოველწლიურად არაერთი ტურნირი ტარდება, მაგრამ რაც შეეხება გრანდ-ტურნირებს, ასეთი რამდენიმე იმართება, მათ შორის არის: კვიპროსის გრანდ-ტურნირი, მონტენეგროს გრანდ-ტურნირი და მსოფლიო ჩემპიონატი, რომელიც მონტე კარლოში, აგვისტოში იმართება ხოლმე. 

საერთაშორისო ტურნირებზე ყოველწლიურად ვაღწევთ წარმატებებს. მაგალითად, მხოლოდ შარშანდელი ოთხი დიდი ტურნირიდან ორი სწორედ ჩვენმა მონარდეებმა მოიგეს - ბაქარ მათიკაშვილმა მონტენეგროს გრანდ-ტურნირზე გაიმარჯვა, კახაბერ ნაჭყებიამ - კვიპროსის გრანდიოზულ ტურნირზე. 

ონლაინ-ტურნირში რეგიონის სხვა რომელი ქვეყნებიდან იქნებიან მონაწილეები და მათ შორის თუ იქნებიან საერთაშორისო დონეზე წარმატებული სპორტსმენები?

სანდრო ქოქოსაძე: უკვე დავუკავშირდი სომხეთის, უკრაინის, თურქეთის ფედერაციებს და მათაც გამოთქვეს ტურნირში მონაწილეობის სურვილი. დადასტურებულად ვიცი, რომ უკრაინის ნარდის ფედერაციის აღმასრულებელი მდივანი და გუნდის კაპიტანი, მსოფლიო ფედერაციის საორგანიზაციო კომიტეტის წევრი, მრავალი ტურნირის გამარჯვებული იაკობ გარალი არამხოლოდ მიიღებს ტურნირში მონაწილეობას, თავად ჩაერთვება მის ორგანიზაციასა და ტექნიკურ საკითხებშიც. 

ჩამოთვლილი ქვეყნებიდან მონაწილეთა სიები ჯერ ისევ დგინდება, თუმცა უკვე ვიცით, რომ დაახლოებით ათი მონაწილით იქნება წარმოდგენილი სომხეთი, რომელთა შორის იქნება არაერთი საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებული, სომხეთის ფედერაციის პრეზიდენტი ხაჩიკ მელიქიანიც. 

ონლაინ-ჩემპიონატთან დაკავშირებით თავისი მოლოდინი სომხეთის ნარდის ფედერაციის პრეზიდენტმა, მსოფლიოს ჩემპიონმა და საერთაშორისო ტურნირების გამარჯვებულმა, ხაჩიკ მელიქიანმა გაგვიზიარა: 

„საქართველოს ნარდის ფედერაციასთან არა მხოლოდ სპორტული, არამედ ახლო მეგობრული ურთიერთობა 1990-იანი წლების დასაწყისიდან მოყოლებული, თითქმის სამი ათეული წელიწადია გვაქვს. ჩვენ საკმაოდ ხშირად, თითქმის ყოველწლიურად ვთამაშობთ საქართველოში ორგანიზებულ ტურნირებში. პარალელურად, ქართველი მონარდეები ჩამოდიან სომხეთში სათამაშოდ. ჩვენ ძალიან კმაყოფილი ვართ ამ ურთიერთობით.

რაც შეეხება დაგეგმილ ონლაინ-ჩემპიონატს, ზოგადად, ცოცხლად თამაში მნიშვნელოვნად განსხვავდება ვირტუალურად თამაშისგან და ეს ერთგვარი სიახლეა. თუმცა იმედი მაქვს, რომ ჩვენი ქართველი კოლეგები შეძლებენ, ევროპაბეთის მხარდაჭერით, ტურნირის უმაღლეს დონეზე ორგანიზებას.

ამ ჩემპიონატში სომხეთიდან მონაწილეობას ათკაციანი გუნდით მივიღებთ. პირადად მე სომხეთის მრავალგზის, არაერთი საერთაშორისო ტურნირის და მათ შორის, 2002 წლის მსოფლიოს ჩემპიონი ვარ. გამოცდილი და ტიტულოვანი მოთამაშეები არიან ჩვენი გუნდის დანარჩენი წევრებიც, რომელთა შორის უმეტესობა სომხეთის ჩემპიონია. ასევე არიან სხვადასხვა საერთაშორისო ტურნირების გამარჯვებულები - მათ შორის საქართველოში, თურქეთში, კვიპროსში, ევროპასა და ამერიკაში გამართული ტურნირების. 

ბოლოს კი, დიდი სიყვარულითა და პატივისცემით მოვიკითხავ ჩვენს კოლეგებს - საქართველოს სპორტული ნარდის ფედერაციას, რევაზ ცხოვრებაშვილის ხელმძღვანელობით, ფედერაციის წევრებსა და მოთამაშეებს. მადლობა მათ ამ მონდომებისთვის და ვუსურვებ ტურნირის უმაღლეს დონეზე ჩატარებას, რაშიც ჩვენი, სომეხი სპორტსმენების მხრიდან თანადგომას ვპირდებით".

ჩემპიონატი, რომლის საპრიზო ფონდი 50 ათასი ლარია, 26 ივლისს, 14:00 სთ-ზე დაიწყება, მანამდე კი უკვე 5 ივლისიდან საკვალიფიკაციო პირველობები იღებს სტარტს. პრიზიორებს სოლიდურ ფულად ჯილდოსთან ერთად, სიმბოლური საჩუქრებიც გადაეცემათ. ყოველი თამაში ¼ ფინალის ჩათვლით იქნება - 5 ქულამდე, ½ ფინალებში - 7 ქულამდე, ხოლო ფინალში - 9 ქულამდე. ჩემპიონატის გამარჯვებული 10 000 ლარს მიიღებს. 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×