რეზონანსი
06.07.2020

19 წლის გა­დაც­ვლი­ლი ფეხ­ბურ­თე­ლის, გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლის ბიძა ცხედ­რის ექ­სპერ­ტი­ზის შე­დე­გებ­თან და­კავ­ში­რე­ბით მე­დი­ა­ში დღეს გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ას უარ­ყოფს. რო­გორც მი­რი­ან ნი­კო­ლა­ძე AMBEBI.GE-სთან აცხა­დებს, შა­ქა­რაშ­ვილს არა­ნა­ი­რი მო­ტე­ხი­ლო­ბა არ აღე­ნიშ­ნე­ბო­და და ის და­ზი­ა­ნე­ბე­ბი, რაც ამ­ჟა­მად ექ­სპერ­ტი­ზის მიერ არის აღ­წე­რი­ლი, რა­ი­მეს მტკი­ცე­ბის სა­ფუძ­ველს არ იძ­ლე­ვა.

"დღეს რა სი­უ­ჟე­ტიც გა­ვი­და ტე­ლე­ვი­ზი­ე­ბით, იყო სრუ­ლი სიც­რუე. სა­ი­დან მო­აქვთ, ან სა­ი­დან იგო­ნე­ბენ?! რო­გორც ვას­კვნი, ბავ­შვის გარ­დაც­ვა­ლე­ბა­ზე მე­ტად, სკან­და­ლე­ბი და რე­ი­ტინ­გე­ბი აღელ­ვებთ. მე არ მი­ნა­ხავს ეს სი­უ­ჟე­ტი. გი­ორ­გის დე­დამ და­მი­რე­კა ტი­რი­ლით, მე­ო­რედ მო­მიკ­ლეს შვი­ლიო. ყო­ველ­დღე უყუ­რებს ეს გოგო მისი შვი­ლის შე­სა­ხებ გა­და­ცე­მებს და გული უს­კდე­ბა. ნა­მუ­სი არ აქვთ მა­გათ, არც შვი­ლი აინ­ტე­რე­სებთ და არც დედა. ორი სას­წრა­ფო უდ­გას დღე­ში დე­და­მისს სახ­ლთან.

სა­ი­დან მო­ი­ტა­ნეს, რომ მო­ტე­ხი­ლო­ბე­ბი ჰქონ­და?! არა­ნა­ი­რი მო­ტე­ხი­ლო­ბა არ ჰქონ­და გი­ორ­გის. მას რაც და­ზი­ა­ნე­ბე­ბი ჰქო­და, ისი­ნი სი­ცო­ცხლის­თვის სა­ში­ში არ იყო ამ­ჟა­მინ­დე­ლი მო­ცე­მუ­ლო­ბით. კი­დევ ყურ­თან და­კავ­ში­რე­ბით რომ გავ­რცელ­და ინფრ­მა­ცია, თით­ქოს მოც­ლი­ლი ჰქონ­და, ესეც სიც­რუ­ეა. ექ­სპერ­ტმა ბევ­რჯერ თქვა გარ­კვე­ვით, რომ ეს და­ზი­ა­ნე­ბე­ბი არ იძ­ლე­ვა რა­მეს მტკი­ცე­ბის სა­ფუძ­ველს ამ ეტაპ­ზე. მას ჰქონ­და რო­გორც გა­რე­გა­ნი ისე ში­ნა­გა­ნი ორ­გა­ნო­ე­ბის და­ზი­ა­ნე­ბა, მაგ­რამ მთა­ვა­რია რო­დის და რის­გან მი­ად­გა ეს და­ზი­ა­ნე­ბე­ბი. შე­იძ­ლე­ბა წყალ­ში ჩა­ვარ­დნის მერე მი­ად­გა, შე­იძ­ლე­ბა მა­ნამ­დე და მერე გა­და­აგ­დეს წყალ­ში. სწო­რედ ამ კი­თხვას უნდა გას­ცეს პა­სუ­ხი ექ­სპერ­ტი­ზამ და ამას ლა­ბორ­ტა­ო­რი­უ­ლი კვლე­ვე­ბი და დრო სჭირ­დე­ბა", - აცხა­დებს მი­რი­ან ნი­კო­ლა­ძე.

ცნო­ბის­თვის, დღეს "რუს­თა­ვი 2"-მა გა­ავ­რცე­ლა ინ­ფორ­მა­ცია, რომ­ლის თა­ნახ­მა­დაც, გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვილს სხე­ულ­ზე ჰქონ­და 10-მდე და­ზი­ა­ნე­ბა. მათ შო­რის სა­უ­ბა­რია კი­დუ­რის მო­ტე­ხი­ლო­ბა­ზეც.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (2)
ჩაწერა სახელი
მარინა   (08.07.2020)
ჯერ ერთი გაუნათლებელი ჟურნალისტები რ გვყავს ფაქტია , მეორეც ეს უბედურენა რომ მოხდა მაშინვე დავწერე რომ საბოლოოდ ამ საცოდავ ბავშვს გამოიყვანენ დამნაშავედ თქო , ააეა თუ ისე მიცვალებული მაინც ვერაფერს იტყვის რა მოხდა და რა არა , ძალიან მაინტერესებს თავიანთ ძმას, შვილს რომ ასეთი რამე მოსვლოდათ რას იტყოდნენ გათახსირებულები

მარინა   (06.07.2020)
მარინა ბოჟაძე დაუკვირდი რას ამბობ უაზროს დაწერას სულ ნუ დაწერ. ბიძას არ ენაღვლება და შენ ხარ დიდი გულშემატკივარი გატყობა


Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×