რეზონანსი
06.07.2020

კიდევ ერთი სკანდალური მგარემოება გიორგი შაქარაშვილის ბურუსით მოცული გარდაცვალების საქმეში - ირკვევა, რომ 19 წლის ახალგაზრდას სხეულზე ჰქონდა 10-მდე დაზიანება. მათ შორის მოტეხილობები.

გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების შემდეგ გადაღებული ფოტოები 22 ივნისით არის დათარიღებული. ფაილი 60-ფოტოს მოიცავს, ფოტომასალებიდან ირკვევა, რომ ცხედარი მდინარე არაგვში ფეხშიშველ მდგომარეობაშია ნაპოვნი.

სხეულს უამრავი დაზიანება აქვს მიყენებული, მარჯვენა ხელის მოტეხილობა, მარჯვენა მკლავზე დაზიანებები და ტუჩზე ნახეთქი ჭრილობები. სხეულის სხვადასხვა არეში გიორგი შაქარაშვილს უამრავი დაზიანება ჰქონდა.

სხეულს დაზიანებები მდინარეში მოხვედრამდე აქვს მიღებული თუ მას შემდეგ, ამას პასუხს ექსპერტები გასცემენ.

11-12 ტომში განთავსებულ ფოტოებში არის იმ რკინის მილის ფოტო, რომელსაც ნიკა ჟვანია ფლობდა და ამას ჩვენებაშიც ამბობს. ნივთმტკიცებულებებს შორის არის ასევე კრამიტები.

საქმის ერთ-ერთმა მოწმემ გურამ ამირხანაშვილმა ის ერთ-ერთი არასრულწლოვანი უნდა ამოიცნოს, რომელიც "ტოიოტას" მარკის ავტომობილში იჯდა.

ერთ-ერთი დაკავებულის, გიგა ტატიაშვილის ადვოკატი გიორგი ყიფშიძე ახალ გარემოებებზე საუბრობს და აცხადებს, რომ სავარაუდოა საქმეში ახალი ავტომობილი გამოიკვეთოს, რომელმაც კვალის დაფარვა სცადა.

"ვფიქრობ, რომ რეალურად ადგილზე მესამე მანქანა მივიდა და კვალის დაფარვას ეცადა. ცალსახად ამ საქმეში სპეციალური ჯგუფის არსებობას გამოვრიცხავ. ვფიქრობ, რომ აქ ფიგურირებენ ადამიანები, რომლებიც დანაშაულში მონაწილეებს დაეხმარნენ, გამოვრიცხავ ამ ეტაპზე, რომ სამართალდამცავები ეხმარებოდნენ. ასევე თუ ჩანთა დადებულია, ეს არის უნიჭოდ დადებული და გაკეთებული საქმე,"- განაცხადა გიორგი ყიფშიძემ.

შეგახსენებთ, გარდაცვლილი 19 წლის გიორგი შაქარაშილის საქმეზე გამოძიება ამ დრომდე მიმდინარეობს და დაკავებულია 17 პირი.

წყარო: რუსთავი2

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
ჩაწერა სახელი
sos!   (06.07.2020)
არ არის სწორი ინფორმაციაო,შეწყვიტეთ არასწორი ინფორმაციების გაჟღერება,სანამ ექსპერტიზა არ დასრულდება.


Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×