რეზონანსი
06.07.2020

„პრაიმტაიმისთვის" ცნობილი ხდება სურამში მომხდარი მკვლელობის ახალი დეტალები.მათი ინფორმაციით, 33 წლის თიკო რუსიას მკვლელობაში მისივე მეუღლე, 35 წლის ილია ქურდაძეა ეჭვმიტანილი. გარდაცვლილს სამი მცირეწლოვანი შვილი დარჩა, რომლებიც, მეზობლების გადმოცემით, მკვლელობის მომენტში სახლში იმყოფებოდნენ.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ნასვამმა კაცმა ცოლს ცეცხლსასროლი იარაღიდან სამი ტყვია ესროლა.

„პრაიმტაიმის" ინფორმაციით, ბრალდებული წარსულში ნარკოდანაშაულისთვის იყო ნასამართლევი. მეზობლები არ გამორიცხავენ, რომ მკვლელობის მომენტში ილია ქურდაძე ალკოჰოლთან ერთად, ნარკოტიკის ზემოქმედების ქვეშაც იყო.

სრულიად იხილეთ Primetime.ge-ზე

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
ჩაწერა სახელი
Мзевинари   (06.07.2020)
Чеми неба ром икос квела наркоманса даалкоголистс давхвретди


Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×