რეზონანსი
06.07.2020

საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალებასთან დაკავშირებით ისაუბრა. როგორც “ტვ პირველთან” დეკანოზმა აღნიშნა, მომხდარ ფაქტზე პასუხისმგებლობა მხოლოდ ახალგაზრდებს არ უნდა დაეკისროთ.

“ზოგადად, პასუხისმგებლობა უფროსმა თაობამ უნდა აიღოს, რომ მსგავსი რამ არ განმეორდეს. ჩვენ ვცხოვრობთ რეალობაში, როდესაც ახალგაზრდებს სჭირდებათ განსაკუთრებული მოპყრობა. იმ ვითარებაში, რამაც გამოიწვია ტრაგედია, ბევრი შეცდომა იყო დაშვებული და პასუხისმგებლობის დაკისრება მხოლოდ ახალგაზრდებზე სწორი არ იქნება. ჩვენ ყველამ უნდა ვიგრძნოთ ეს პასუხისმგებლობა…

დღეს ახალგაზრდას ვინმეს დაჩაგვრა ვაჟკაცობა ჰგონია, ხოლო უფროსის არ მოსმენა - თავისუფლება. აღრეულია ფასეულობები, სკოლაში რელიგიის სწავლა აღარ არის, 10-15 წელია მღვდელი ვეღარ შედის სკოლაში. რელიგიის სწავლებით გვინდოდა ადამიანები კაცთმოყვარეებად და შემწყნარებლად გაგვეზარდა.

როცა სახალხო დამცველი ამბობს, რომ ყველას აქვს უფლება იყოს უზრდელი და მეორეს მხრივ ვხედავთ, რომ ნარკოტიკების მიღება თავისუფლების აქტი და ევროპიზაციაა, ჩვენ ვერ ავცდებით ასეთ ტრაგედიებს“, - თქვა ჯაღმაიძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×