რეზონანსი
05.07.2020

მცხეთის პოლიციაში 19 წლის ფეხბურთელის გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმის ერთ-ერთი მოწმის ანა გაბეჩავას გამოკითხვა დასრულდა.

როგორც გაბეჩავას ადვოკატმა, ლიკა ბითაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, გამოძიების კითხვები ყველა საკითხს შეეხებოდა, მათ შორის ანა გაბეჩავას მიმართ ბულინგსა და შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეს.

ამასთან, როგორც მეორე ადვოკატმა, თათია მანეჟაშვილმა ჟურნალისტებთან კომენტარისას აღნიშნა, შესაძლოა, გამოკითხა რამდენჯერმე გახდეს საჭირო.

„შესაძლებელია, რამდენჯერმე გახდეს საჭირო გამოკითხვები, თუ რაიმეს დაზუსტება იქნება საჭირო. თუმცა გეტყვით, რომ მითითებული განცხადების საფუძველზე მოხდა ოქმის შედგენა. დეტალებზე მოგვიანებით გავაკეთებთ კომენტარს“,- განაცხადა ადვოკატმა.

ანა გაბეჩავამ ჟურნალისტებთან კომენტარი არ გააკეთა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×