რეზონანსი
05.07.2020

რუსთავში, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი ქვეითი დაშავდა. შემთხვევა ცოტა ხნის წინ, გარეჯისა და რუსთაველის ქუჩების კვეთაზე მოხდა.

თვითმხილველების ინფორმაციით, გადაჭარბებული სიჩქარით მიმავალი მსუბუქი ავტომანქანა, გზის პირზე მდგარ ორ ქალს დაეჯახა, რომლებიც ქუჩის გადაკვეთას ცდილობდნენ. შეჯახების დროს, მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და ტროტუარზე გადავიდა.

ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიცია და სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადა. დაშავებულები ქალაქის ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×