რეზონანსი
05.07.2020

უბედური შემთხვევა ენგურის ხიდზე - დაღუპულია ოთხი ქალი, რომლებიც გვიან ღამე ენგურის ხიდის გამოსვლას ცდილობდნენ.

"მთავარი არის" ინფორმაციით, იმის გამო რომ ენგურის ხიდი დაკეტილია, ქალები გალის რაიონიდან საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლას, რუხის ხიდთან ახლოს მდინარე ენგურის გადმოლახვას ცდილობდნენ. სავარაუდოდ, სწორედ ამ დროს ადიდებულმა მდინარემ ოთხივე ქალი იმსხვერპლა.

ადგილობრივებს "მთავარ არხთან" საუბრისას ამბობენ, რომ ქალბატონები სიგარეტის გამოსატანად გალის რაიონში იმყოფებოდნენ და მათივე ინფორმაციით, გარდაცვლილების ცხედრები ოკუპირებულ სოფელშია დასვენებული. თუმცა იქიდან გამომდინარე, რომ სოფელი საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიას არ ეკუთვნის ადგილობრივებთან ჯერჯერობით უწყების ოფიციალური ცნობა არ მოსულა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×