რეზონანსი
05.07.2020

შაქარაშვილის საქმის ერთ-ერთი მთავარი მოწმე ლიზი ნადირაძე გახლავთ. მოწმეთა ჩვენებებიდან ირკვევა, რომ წვეულების მონაწილეთა უმეტესობამ შაქარაშვილის გაუჩინარების შესახებ ნადირაძისგან გაიგეს. თავად ლიზი კი ჩვენებაში აღნიშნავს, რომ არ ახსოვს ვისგან გაიგო შაქარაშვილის გაქრობის ამბავი. საინტერესოა, რატომ მაშინვე არ დარეკა ნადირაძემ პოლიციაში.

ლიზის ბებია ამბობს, რომ მის შვილიშვილს სამართალდამცველებმა ტელეფონი უკვე ჩამოართვეს და ოჯახის წევრებმა არ იციან საიდან გაიგო ნადირაძემ ფეხბურთელის გაქრობის ამბავი.

„თვითონ წამოვიდა ბავშვი წვეულებიდან და მოვიდა სახლში. დეტალებში არაფერი ვიცით, დათრგუნული იყო ბავშვი და კითხვები არ დაგვისვამს“, – აღნიშნა ნადირაძის ბებიამ.

ტვ პირველი, cyc.ge

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
ჩაწერა სახელი
ირმა კახიძე.   (05.07.2020)
გააკონტროლეთ შვილები. მოიკითხეთ. ჩემი შვილი ზრდასრული კაცია, პედაგოგი, მაგრამ მისსავე პედაგოგებთან ერთად სანამ ექსკურსიიდან დაბრუნდა, პერიოდულად ვურეკავდი.რა დაშავდა ამით.მთელი დღე მშვიდად ვიყავი.


Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×