რეზონანსი
04.07.2020

ტურიზმის განვითარების ფონდი ტელეკომპანია "მთავარი არხის" ეთერში, გასულ სიუჟეტს, სახელწოდებით "წყალი ივანიშვილისთვის" ეხმიანება, რომელშიც მათი განცხადებით, საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მიზნით, მიზანმიმართულად გავრცელდა დეზინფორმაცია, თითქოს ოზურგეთის მუნიციპალიტეტ, კურორტ ურეკში მდებარე სასტუმრო "პარაგრაფი რეზორტი და სპა"-სთვის სახელმწიფომ წყალმომარაგებისა და საკანალიზაციო არხების მშენებლობა უზრუნველყო, რისთვისაც 85 მლნ ლარზე მეტი დაიხარჯა.

"აღნიშნული მტკიცების დასაზუსტებლად, ტელეკომპანია „მთავარი არხი"-ს წარმომადგენლები არ დაკავშირებიან არც თავად აღნიშნული სასტუმროს და არც ტურიზმის განვითარების ფონდის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურებს.

გვინდა აღვნიშნოთ, რომ სასტუმროს „პარაგრაფი რეზორტი და სპა"-ს გააჩნია წყალმომარაგებისა და საკანალიზაციო არხების დამოუკიდებელი სისტემა, რომელიც კერძო ხარჯებით იქნა უზრუნველყოფილი. საკანალიზაციო სისტემის მოსაწყობად, სასტუმრომ დაამონტაჟა გამწმენდი შენობა-ნაგებობა, ხოლო წყალმომარაგების კუთხით, მოწყობილია სამი, 60 მეტრის სიღრმის ჭაბურღილი, რომელიც ექპლუატაციაში სასტუმროს გახსნამდე ერთი წლით ადრე, კერძოდ 2016 წელს გაეშვა.

სასტუმრო „პარაგრაფი რეზორტი და სპა" წყალმომარაგების ქსელზე დაერთდა ერთი თვის წინ, დადგენილი საფასურის გადახდის საფუძველზე, სატესტო რეჟიმისთვის, რომლის გამოყენებაც ამჟამად არ ხდება, ვინაიდან სასტუმრო დღემდე სრულიად მარაგდება დამოუკიდებელი ჭაბურღილებით, რომელსაც გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის სისტემასთან კავშირი არ აქვს",-აღნიშნულია ტურიზმის განვითარების ფონდის მეირ გავრცელებულ განცხადებაში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×