რეზონანსი
04.07.2020

„პრაიმტაიმი" ჩაჩავას კლინიკის ექიმ-ნეონატოლოგფატი შალამბერიძეს ესაუბრა. როგორც ის განმარტავს, ზაფხულის სეზონის მთავარი გამოწვევა მხოლოდ ე.წ. ნასიცხი ანუ წითელი დერმატოზი არ არის.

მშობლებმა დიდი ყურადღება უნდა დაუთმონ ორ სეზონურ ინფექციას - ნაწლავურსა და ინპედიგოს.

„ჩვილის კანი სითხის მარაგის აორთქლებისკენ მიდრეკილია, ღრუბელივით ფოროვანია - შთანთქავს კიდეც და გასცემს კიდეც. მაღალი ტემპერატურის დროს, აორთქლება იზრდება, გაუწყლოება ხდება, ორგანიზმი დიდი რაოდენობის სითხეს კარგავს.ეს ბავშვის ზოგად მდგომარეობაზე გავლენას ახდენს და იწვევს: საერთო სისუსტეს, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დარღვევას, დიარეას. ამიტომ, ზაფხულის სეზონს ნაწლავური ინფექციების აფეთქება ახლავს თან. გარდა ამისა, სიცხის ეფექტი კანზე წითელი გამონაყარის სახით აისახება. სასურველია სითხის უხვი რაოდენობით მიღება. 

სოფელი ბავშვის განვითარებისთვის შეუცვლელია. სასურველია, უზრუნველყოთ ბავშვების აგარაკებზე გაყვანა, სიცხისგან თავის არიდება. ჩემი რჩევაა ბავშვები სოფლად ატაროთ,“ - ამბობს  ექიმ-ნეონატოლოგფატი.

სრულიად იხილეთ Primetime.ge-ზე

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×