რეზონანსი
04.07.2020

რუსმა სამხედროებმა 21 წლის ტატო ზარქუა დააკავეს. ზარქუა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ რიყეში ნათესავებთან სტუმრად იმყოფებოდა, თუმცა, ბიჭი გუშინ დღის მეორე ნახევრის შემდეგ გაუჩინარდა, დღეს კი გაიგეს, რომ ახალგაზრდა ოკუპირებულ აფხაზეთში კერძოდ კი გალის იზოლატორში იმყოფება.

,,გუშინ გავიდა სახლიდან და არ დაბრუნებულა, გვეგონა დაიკარგა, დღეს კი გავიგეთ თურმე გალში, იზოლატორში იმყოფება. სხვა დამატებით არაფერი ვიცით, საოკუოაციო ძალები მას სავარაუდოდ საზღვრის კვეთას ედავებიან", - აცხადებენ დაკავებულის ახლობლები.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, ამოქმედებულია ცხელი ხაზი, ამ ეტაპზე უკანონო დაკავების ფაქტი არ დასტურდება, თუმცა მიმდინარეობს ინფორმაციის კვლავ გადამოწმება.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×