რეზონანსი
04.07.2020

ხობის მუნიციპალიტეტში ავტოსაგზაო შემთხვევას შედეგად ორი ადამიანი დაშავდა.

თბილისი-სენაკი-ზუგდიდის ცენტრალურ ავტომაგისტრალზე, სოფელ შუა ხორგაში, „მერსედესის" ტიპის მსუბუქი ავტომანქანა ტრაქტორს შეეჯახა. შეჯახების შედეგად „მერსედესის" ავტომობილის ორი მგზავრი დაშავდა.

დაშავებულები სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ხობის საავადმყოფოში გადაიყვანა.

შსს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×