რეზონანსი
04.07.2020

ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ შუა ხორგაში ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა.

თბილისი-სენაკი-ზუგდიდის ცენტრალური ავტომაგისტრალის შუა ხორგას მონაკვეთზე ტოიოტა „პრიუსის" მარკის მსუბუქი ავტომანქანა ქვეითად მოსიარულე მეათაკლასელ ბიჭს დაეჯახა.

დაშავებული ხობის სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ხობის რაიონულ საავადმყოფოში გადაიყვანა. მოზარდი საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა.

ცხედარი უკვე გადაასვენეს ქუთაისის სამხარაულის სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის ბიუროში.

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×