რეზონანსი
04.07.2020

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის სოფო გორგოძის განცხადებით, ერთიანი ეროვნული გამოცდების მოსამზადებელი სამუშაოები დასასრულს მიუახლოვდა.

როგორც გორგოძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ხვალ, ყველა მეთვალყურე და თანამშრომელი გამოცხადდება საგამოცდო ცენტრებში და თითოეული მათგანი კიდევ ერთხელ გაივლის გენერალურ რეპეტიციას.

მისივე თქმით, აბიტურიენტები გამოცდაზე პირადობის მოწმობითა და საგამოცდო ბარათით უნდა გამოცხადდნენ.

„აბიტურიენტებს კიდევ ერთხელ შევახსენებ, რომ პირადობის მოწმობით და საგამოცდო ბარათით უნდა მობრძანდნენ და კარგად უნდა დააკვირდნენ რომელ ცენტრში, რომელ საათზე და რომელ დღეს უნდა გამოცხადდნენ. ასევე, მათ შეუძლიათ მოიტანონ წყალი პლასტმასის ბოთლით, უფლება აქვთ შემოიტანონ ხურდა ფული და გარდა ამისა, შეუძლიათ მოიტანონ გელიანი კალამი, რომელიც უნდა იყოს შავი ფერის 0,5 -0,7 მმ ბურთულიანი თავით. ყველა სხვა დანარჩენი ნივთი არ არის დაშვებული. თუ მათ აუცილებლად სჭირდებათ, რომ სხვა ნივთიც მოიტანონ, მაშინ ამ ნივთის ჩაბარება მოუწევთ, მაგრამ რეკომენდაცია არის, რომ რაც შეიძლება ნაკლები ნივთები მოიტანონ. მიუხედავად იმისა, რომ დაცვის პოლიციის მიერ მოხდება მათი შემოწმება, თავადაც უნდა გაფრთხილდნენ, რათა არ შეყვეთ ნებისმიერი ელექტრონული მოწყობილობა, დამხმარე მასალა ან ელექტრო საათი, ვინაიდან ასეთ შემთხვევაში, თუ ეს მოწყობილობები სექტორში აღმოჩნდება, ისინი ავტომატურად მოიხსნებიან გამოცდიდან", - განაცხადა გორგოძემ.

მისივე თქმით, აბიტურიენტებს გამოცდის დაწყების შემდეგ შეეძლებათ პირბადის მოხსნა.

„როგორც უკვე გაკეთდა ამაზე განცხადება, როდესაც ისინი დაიწყებენ მუშაობას, მათ უფლება აქვთ მოიხსნან პირბადე. რაც შეეხება კონდიცირებას, ჩვენ გვექნება თერმომეტრები, რომლებიც ზომავს შიდა ტემპერატურას. თუ შიდა ტემპერატურა მიაღწევს 30 გრადუსს, გვექნება უფლება ჩავრთოთ კონდინციონერები, ფანჯრები იქნება ღია და პირბადე ისევ უნდა მოვირგოთ, ეს არის სავალდებულო",- განაცხადა სოფო გორგოძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×