რეზონანსი
04.07.2020

“ევროპული საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი უგულავამ “ღამის კურიერის” ეთერში თავისივე მერობის პერიოდზე დაშვებულ შეცდომებზე ისაუბრა, სადაც განმარტა, რომ მისი მერობის დროს,  მთავარი პრობლემა პარტიის სასარგებლოდ ადამიანების დანიშვნა და მათთვის ხელფასის მიცემა იყო, თუმცა მისივე თქმით, ეს იყო საბჭოთა პერიოდის პრაქტიკა, რომელიც მეორდებოდა და მეორდება ახლაც.

“ჩემი ყველა ბრალდება თბილისის მერობის პერიოდში, პარტიის დაფინანსება არდაფინანსებას ეხებოდა. ჩემი ძირითადი ბრალდება, რის გამოც მე ციხეში ვიჯექი იყო: პარტიის სასარგებლოდ ადამიანების დანიშვნა და მათთვის ხელფასის მიცემა.

პირდაპირ ვიტყვი, რომ პარტიის სასარგებლოდ ადამიანების დანიშვნა სახელმწიფო სამსახურში არის ცუდი და არასწორი! ჩემი შეცდომა არის ის, რომ ეს ყველაფერი არ აღვკვეთე, რადგან ეს არის პრაქტიკა, რომელიც საბჭოთა პერიოდიდან მოდის. ჩემს შემდეგ ბატონი კალაძის და ნარმანიას პირობებში ეს ყველაფერი იყო გაათკეთებული.

ჩემს შემდეგ, მერია ზუსტად 4 წელი იგივე პრინციპით მუშაობდა და მაშინ ესენიც დასასჯელები არიან. შეიძლება მე რაღაც შემეშალა, რაღაც განზრახვაც მქონდა, მაგრამ ის, რომ 10 და 8 საქმე ამკიდო, ეს არის ივანიშვილის მხრიდან ამ მართლმსაჯულების ბოროტად გამოყენება. ეს ადამიანი რუსეთშიც ასე აკეთებდა, უყენებდა "ჟუჩოკებს" და ასე აკინკლავებდა თანამშრომლებს. 8-10 დანაშაული მე ნამდვილად არ მქონია,”- განაცხადა გიგი უგულავამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
ჩაწერა სახელი
უსინდისი   (04.07.2020)
შენ ის კაცი ხარ რჩეულიშვილებთან დაპირისპირების გამო 2 წელი მშენებლობის გაგრძელების ნებართვა ვერ გამოგგლიჯეთ ხელიდან პირადად მე რამდენჯერ დავწერე განცხადება მერიაში შენს სახელზე.დიახ,მაშინ რომ არ გეტიტუცა შე ამოწყვეტილო მე ჩემი ქონება ჩამბარდებოდა და დღეს სულ სხვანაირი იქნებოდა ჩემი ცხოვრება.ეხლა არ ვიფიქრებდი ბილეთზე რომლითაც ამ გამწარებული კორონას დროს უნდა დავტოვო ქვეყანა.ოჯახი .ფუ შენ,ამაზე მეტი ცოდვა რაღა უნდა დაიდო ზურგზე ადამიანმა წლობით დაგროვილი გააცალო ხელიდან და ულუკმაპუროდ დატოვო.


Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×