რეზონანსი
03.07.2020

სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ყოფილი უფროსი, პატიმრების წამების საქმეზე ძებნილი დავით ჭაკუა საქართველოშია.

მისი ექსტრადირება გერმანიიდან განხორციელდა. თვითმფრინავი ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში დაჯდა.

გერმანიამ წამებისთვის ძებნილი, სად-ის ყოფილი უფროსის ქართული მართლმსაჯულებისთვის გადმოცემის გადაწყვეტილება მიიღო.

სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ყოფილი უფროსის, ბაჩო ახალაიას ყოფილი მოადგილე დავით ჭაკუა, პატიმრების წამებასა და სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაშია ბრალდებული. ის რამდენიმე წლის წინ ავსტრიაში დააკავეს, თუმცა გირაოთი გათავისუფლდა. მისი ადვოკატის თქმით, ავსტრიამ საქართველოს ჭაკუას ექსტრადირებაზე უარი უთხრა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×