რეზონანსი
03.07.2020

გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ახალი დეტალები ხდება ცნობილი. კერძოდ, საუბარია მტკიცებულებებზე, რომელიც იმ ტერიტორიიდან ამოიღეს, რომელთან ახლოსაც ახალგაზრდა ფეხბურთელი გარდაცვლილი იპოვეს.

ამ მტკიცებულებების შესახებ საუბარია გამომძიებელ გრიგოლ გოგოჩაშვილის შედგენილი შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმშიც. ეს დოკუმენტი 25 ივნისით თარიღდება და ირკვევა, რომ კონკრეტული საგამოძიებო მოქმედებები მცხეთაში ხელახლა ჩატარდა.

გამოძიებამ ამოიღო წყლის ბოთლი, წინდა და ფეხსაცმლის ჩასაფენი. საინტერესო გარემოებაა, რომ ამ კუთხით გამოძიება მხოლოდ მას შემდეგ დაინტერესდა, რაც ფეხბურთელის გარდაცვალების ფაქტი დადასტურდა. ამოღებულ ნივთმტკიცებებს ექსპერტიზა უტარდებათ იმის დასადგენად, თუ ვის ეკუთვნის ისინი.

დათვალიერების ოქმი:

"...ტყე-ბუჩქნარში ნანახი იქნა ერთი ცალი პლასტმასის ბოთლი, ეტიკეტით "ბორჯომი". ბოთლს ახურავს თავისივე თავსახური და მასში მოთავსებულია გამჭვირვალე ფერის სითხე, რომელიც ბოთლში ასხია დაახლოებით ბოთლის ნახევრამდე...

აღნიშნული ბოთლიდან, დაახლოებით, 10-13 სმ-ში ხელმარჯვნივ ნანახი იქნა შავი ფერის ფეხსაცმლის ჩასაფენი... ზემოხსენებული ბოთლის მოპირდაპირე მხარეს ბოთლიდან დაახლოებით 15 სმ-ში ნანახი იქნა ერთი ცალი შავი ფეხასაცმლის ჩასაფენი, რომელთან ახლოს ასევე იყო შავი ფერის წინდა..." - წერია დათვალიერების ოქმში.

რუსთავი 2

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×