რეზონანსი
03.07.2020

6 ივლისიდან ერთიანი ეროვნული გამოცდები იწყება. აბიტურიენტებს საგამოცდო ცენტრებში პირბადეებით შესვლა ევალებათ, თუმცა მათ პირბადის მოხსნა საგამოცდო სივრცეში შეეძლებათ. იმ შემთხვევაში, თუ საგამოცდო ოთახის ტემპერატურა 30 გრადუსს მიაღწევს, მეთვალყურეს ექნება კონდიციონერის ჩართვის უფლება.

რეგისტრაციამდე აბიტურიენტებს ჩაუტარდებათ თერმოსკრინინგი, გაივლიან დეზობარიერს, ასევე დაცული იქნება დისტანცია, როგორც ეზოში, ასევე კორიდორებში. საგამოცდო ცენტრებში ყველა მერხის წინ განთავსებული იქნება გამჭვირვალე ფარი.

"კვლავ რეკომენდებულია პირბადის ტარება, აბიტურიენტებს და სხვა გამოსაცდელებს შესაძლებლობა აქვთ ის მოიხსნან უშუალოდ მუშაობის პროცესში. ყველა სხვა აქტივობისას - იქნება ეს რეგისტრაცია, კომუნიკაცია, საპირფარეშოში გასვლა, მათ უნდა ეკეთოთ პირბადე. თუ საგამოცდო ოთახის ტემპერატურა 30 გრადუსს მიაღწევს, მეთვალყურეს ექნება კონდიციონერის ჩართვის უფლება, ოღონდ ამ შემთხვევაში აბიტურიენტებმა უნდა გაიკეთონ პირბადე," - განაცხადა შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორმა სოფო გორგოძემ.

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×