რეზონანსი
02.07.2020

მიუხედავად იმისა, რომ კვლავ რეკომენდებულია პირბადის ტარება, აბიტურიენტებს და სხვა გამოსაცდელებს შესაძლებლობა აქვთ ის მოიხსნან უშუალოდ მუშაობის პროცესში , - ამის შესახებ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა სოფო გორგოძემ განაცხადა.

გორგოძის თქმით, ცვლილებები კონდიცირების საკითხშიც შევიდა, რომლის მიხედვითაც თუ ოთახის ტემპერატურა 30 გრადუსს მიაღწევს მეთვალყურეს ექნება კონდიციონერის ჩართვის უფლება, რა დროსაც აბიტურიენტებმა პირბადე უნდა გაიკეთონ.

„მიუხედავად იმისა, რომ კვლავ რეკომენდებულია პირბადის ტარება, აბიტურიენტებს და სხვა გამოსაცდელებს შესაძლებლობა აქვთ ის მოიხსნან უშუალოდ მუშაობის პროცესში. ყველა სხვა აქტივობისას იქნება ეს რეგისტრაცია, კომუნიკაცია, საპირფარეშოში გასვლა მათ უნდა ეკეთოთ პირბადე. მეორე დაზუსტება ეხება კონდიცირებას, აქამდე კონდიცირება ირთვებოდა, ვიდრე შევიდოდნენ აბიტურიენტები სექტორებში და ასევე, შუალედებში ერთი სესიიდან მეორე სესიის დაწყებამდე. ახლა შესაძლებლობა იქნება, თუ კი ოთახის ტემპერატურა მიაღწევს 30 გრადუსს ამ შემთხვევაში მეთვალყურეს ექნება უფლება, რომ ჩართოს კონდიციონერი, მაგრამ საგულისხმოა, რომ კონდიციონერის ჩართვის მომენტში აბიტურიენტებმა უნდა გაიკეთონ პირბადეები და ასევე საგულისხმოა ისიც, რომ ბუნებრივი ვენტილაციის რეკომენდაცია რჩება, ანუ ფანჯარა კვლავ ღია იქნება“, - განაცხადა სოფო გორგოძემ.

სოფო გორგოძის თქმით, საგამოცდო ცენტრებში აბიტურიენტების მაგიდები წელს სპეციალურად იქნება მოწყობილი და ყველა მერხის წინ განთავსებული იქნება გამჭვირვალე ფარი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×