რეზონანსი
02.07.2020

პოლიციის თანამშრომლის მკვლელობისთვის ბრალდებულ ჰასან დოგანს გორის რაიონულმა სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.მოსამართლე გერმანე დადეშქელიანმა პროკურატურის შუამდგომლობა სრულად დააკმაყოფილა.

ბრალდების მხარის განცხადებით, ვინაიდან ბრალდებული უცხო ქვეყნის მოქალაქეა, არსებობს მისი მიმალვის და ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხე, შესაბამისად მისთვის პროკურორი მიხეილ ბერიაშვილი პატიმრობას ითხოვდა.

ჰასან დოგანის დამცველის გიგა ჯეირანაშვილის ინფორმაციით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი დუმილის უფლებას იყენებს და ბრალს არ აღიარებს. მას ბრალად 109 მუხლის მეორე ნაწილის ბ ქვეპუნქტით ედება რაც წინასწარი შეცნობით უმწეო მდგომარეობაში მყოფი პირის განზრახ მკვლელობას გულისხმობს და 13-17 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×