რეზონანსი
02.07.2020

ძველი იპოდრომის ტერიტორიაზე თბილისის ცენტრალური პარკი მოეწყობა. ბიძინა ივანიშვილის მეგობრის, მონადირეთა და მეთევზეთა ფედერაციის პრეზიდენტის თემურ ტყემალაძის ინფორმაციით, თბილისის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი რეკრეაციული სივრცის განვითარების პროექტზე ჰოლანდიურ კომპანია იმუშავებს. 

დამატებითი დეტალების გასაგებად, თუ რას გეგმავს ივანიშვილი იპოდრომის ტერიტორიაზე "კომერსანტი" ფონდი "ქართუს" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეს ნიკოლოზ ჩხეტიანსაც დავუკავშირდით, თუმცა ჩხეტიანმა შეტყობინებებს არ უპასუხა.

რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბიძინა ივნიშვილის საკუთრებაში (ოფიციალურად შპს "ინვესტ კაპიტალი") არსებული მიტოვებული რეკრეაციული სივრცე ისევ ბიძინა ივანიშვილის "ფონდმა ქართუმ" 60 მლნ ლარად შეისყიდა.

აღნიშნულ საკითხს თავად ფონდიც გამოეხმარა. გავრცელებულ განცხადებაში არ არის საუბარი კონკრეტულად რას გეგმავს ივანიშვილი იპოდრომის ტერიტორიაზე, თუმცა აცხადებენ, რომ `ვერანაირი აჟიოტაჟი და პოლიტიკური სპეკულაციები ვერ შეუშლის ხელს ქართული სახელმწიფოსა და ხალხის მხარდასაჭერად ფონდის მიერ სამომავლოდ დაგეგმილ და მიმდინარე საქველმოქმედო პროექტების განხორციელებას".

ამ დრომდე ტერიტორიას შპს "ინვესტ კაპიტალი" ფლობდა, რომლის ხელმძღვანელი კახა კობიაშვილია. ის პარტია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ნათესავია. "ინვესტ კაპიტალის" 100%-იანი წილის მფლობელი კი პანამაში ბაზირებული სააქციო საზოგადოება "ლაიმსთოუნ ფაინანს ინთერნეიშენელია".

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×