რეზონანსი
02.07.2020

მეორე ტალღაზე ლაპარაკი ჯერ ნამდვილად ადრეა, რადგან არსებული შემთხვევები არ არის საგანგაშო - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის მოადგილემ „პალიტრანიუსის" ეთერეში განაცხადა.

ამასთან, პაატა იმნაძის თქმით, კორონავირუსს ახასიათებს ნაკლებად სიმპტომური ავადმყოფები, რის გამოც სიფრთხილე გვმართებს.

„თუ ჩვენ კორონავირუსთან თანაცხოვრებას ვისწავლით, დავიცავთ ელემენტარულ წესებს, ვიხმართ ნიღაბს, დავიცავთ დისტანციასა და ჰიგიენას, ხალხმრავალ ადგილებს თავს ავარიდებთ, კორონა იქნება, ოღონდ ძალიან არ შეგვაწუხებს. თუ არ დავიცავთ, მოგვივა ის, რაც ჩვენს მეზობელ ქვეყნებს მოუვიდათ"- განაცხადა პაატა იმნაძემ.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსი 939 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 817 უკვე გამოჯანმრთელდა, 15 ადამიანი კი გარდაიცვალა.

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×