რეზონანსი
02.07.2020

ტელეკომპანია „რუსთავი-2"-მა შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული ერთ-ერთი ახალგაზრდის თენგო ბარბაქაძის ჩვენება მოიპოვა, სადაც ის აგარაკზე დაწყებული კონფლიქტის დეტალებს ჰყვება.

თენგო ბარბაქაძის თქმით, ის სახლის აივანზე იმყოფებოდა, როდესაც ეზოდან ანა გაბეჩავას ყვირილის ხმა გაიგო და გარეთ გასვლის შემდეგ მას კონფლიქტი დაწყებული დახვდა.

თენგო ბარბაქაძის ჩვენება:

"23:30 საათი მე ვიყავი გასული უკანა მხარეს აივანზე სადაც ვეწეოდი სიგარეტს, რა დროსაც ეზოს წინა მხრიდან შემომესმა ანას ყვირილის ხმა, რაზედაც მე გამოვედი ეზოში. სანამ ეზოში გამოვიდოდი მე გამოვიარე ის ოთახი, სადაც ჩვენ ვქეიფობდით და დავინახე, რომ იქ ისხდნენ გიორგი შაქარაშვილი და კიდევ რომელიღაცა მისი მეგობარი, რომელიც ზუსტად არ მახსოვს ვინ იყო და, ასევე, იყვნენ ანას მეგობარი გოგონები. მე რომ გამოვედი გარეთ, ეზოში დავინახე, რომ ჩემი მეგობრები ნიკა ხეჩოშვილი და ვახო ჩიქოვანი შუაში ყავდათ მომწყვდეული საბა ჩხარტიშვილს, გიორგი ქათამაძეს, ვახტანგ ახვლედიანს, ირაკლი წაქაძეს და ზურაბ გოგინაშვილს, რომლებიც ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებდნენ ნიკა ხეჩოშვილს და ვახო ჩიქოვანს და ურტყამდნენ კრამიტებს", - ნათქვამია ჩვენებაში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×