რეზონანსი
02.07.2020

ავიაკომპანია "ვიზეარი" ქუთაისის ბაზის მუშაობის შეჩერებაზე დამატებით განმარტებებს აკეთებს. კომპანიაში ამბობენ, რომ ისევე როგორც სხვა რამდენიმე ქვეყანაში საქართველოშიც ბაზა დროებით წყვეტს ფუნქციონირებას, თუმცა ფრენების დაშვების შესაძლებლობისთანავე საერთაშორისო რეისები განხორციელდება.

"ჩვენ ხანგრძლივი თანამშრომლობის გეგმები გვაქვს საქართველოსთან დაკავშირებით. ბედნიერები ვიქნებით, თუ კი სიტუაცია დროულად შეიცვლება და შევძლებთ ფრენების განხორციელებას. სისტემატიურად ხდება არსებული ვითარების შეფასება, პარალელურად კომპანია ითვალისწინებს პანდემიის პირობებში დაწესებულ რეგულაციებს.

ფრენების დაშვების შესაძლებლობისთანავე ჩვენ განვახორციელებთ საერთაშორისო რეისებს, თუმცა რეგულაციების ადგილობრივ და საერთაშორისო დონეზე ჯერჯერობით ამის საშუალებას არ იძლევა.

მოგეხსენებათ, რომ პანდემიურმა სიტუაციამ, რომელიც მსოფლიოში არსებობს, უამრავი კომპანია აიძულა შეეზღუდა ფრენების რაოდენობა. ჩვენ აქტიურად ვთანამშრომლობთ ყველა ქვეყნის მთავრობასთან, მათ შორის საქართველოსთან. ვმოქმედებთ ისე, როგორც დაწესებული რეგულაციები ამის საშუალებას იძლევა.

რაც შეეხება ქუთაისის ბაზას, როგორც "ვიზეარის" სხვა ავიაბაზები ქუთაისის ბაზაც მუშაობას დროებით აჩერებს, გამომდინარე პანდემიის მიზეზით დაწყებული შეზღუდვებით. ვმოქმედებთ ისე როგორც ავტორიტეტული ჯანდაცვის ორგანიზაციები მოგვიწოდებენ," - განაცხადა "ვიზეარის" წარმომადგენელმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×