რეზონანსი
02.07.2020

ნაადრევია საუბარი იმაზე, არის თუ არა უფრო სწრაფად გავრცელებადი და რამდენად ამძიმებს ინფიცირებულის ჯანმრთელობის მდგომარეობას, - ამის შესახებ ინფექციონისტმა მაია ბუწაშვილმა „მთავარის" პრესკლუნში განაცხადა, სადაც კოვიდ-19-ის მუტაციისა და საზღვრების გახსნის საკითხზე ისაუბრა.

ინფექციონისტის თქმით, მიკრობიოლოგიური კვლევით გამოვლინდა, რომ ვირუსი უჯრედში უფრო მარტივად აღწევს. თუმცა, ნაადრევია საუბარი, არის თუ არა უფრო სწრაფად გავრცელებადი და ამძიმებს თუ არა მეტად კოვიდ-19-ის უჯრედი, რომელმაც მუტაცია განიცადა, ინფიცირებულის ჯანმრთელობის მდგომარეობას. ამის დასადგენად დამატებითი კვლევების ჩატარებაა საჭირო.

რაც შეეხება საზღვრების გახსნას, ბუწაშვილის განმარტებით, მიუხედავად რისკებისა, ეს ნაბიჯი გადასადგმელია. თუმცა, პარალელურად არ უნდა დავივიწყოთ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციების შესრულება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×