რეზონანსი
02.07.2020

„მე და ჩემი სტუმარი გოგოები ვცდილობთდით ბიჭების გაშველებას და ვეუბნებოდით რომ წასულიყვნენ ჩემი დაბადების დღიდან“ - ამ ჩვენებას ძლევს ანი გაბეჩავა, რომლის დაბადების დღეზეც იმყოფებოდა 19 წლის ფეხბურთელი გიორგი შაქარაშვილი.

როგორც ანა გაბეჩავა ჩვენებაში აღნიშნავს, ბიჭები გააშველეს და ეზოდან გაყარეს, რის შემდეგაც ეზოში შემოსულებს გიორგი შაქარაშვილი, გურამ ამირხანაშვილი, იაკობ ბრეგვაძე და ვანო თეგაძე დახვდათ, რომლებიც ჩხუბის დროს გარეთ არ გამოსულან.

"როდესაც გავყარე გარეთ და ვუთხარი, რომ აღარ დაბრუნებულიყვნენ, მაინც დაბრუნდნენ. შემდეგ გიორგი შაქარაშვილი, ამირხანაშვილი, ბრეგვაძე აპირებდნენ ჩვემთან მოსვლას, რა დროსაც მათ წინ გადაუდგა ვერცხლისფერი "მერსედესი", საიდანაც გადმოვიდა რამდენიმე პიროვნება, რომლებიც გაეკიდნენ და მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა",  - წერს ჩვენებაში ანი გაბეჩავა.

წყარო: რუსთავი 2

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×