რეზონანსი
02.07.2020

19 წლის ფეხ­ბურ­თე­ლის გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით ახა­ლი დე­ტა­ლე­ბი ხდე­ბა ცნო­ბი­ლი. კერ­ძოდ, "რა­დიო თა­ვი­სუფ­ლე­ბა" აქ­ვეყ­ნებს, შსს მცხე­თის რა­ი­ო­ნუ­ლი სამ­მარ­თვე­ლოს დე­ტექ­ტი­ვის თა­ნა­შემ­წე-გა­მომ­ძი­ებ­ლის პა­ტაკს, სა­დაც სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვი ვა­რა­უდს გა­მოთ­ქვამს, რომ არაგ­ვის ხე­ო­ბა­ში მომ­ხდა­რი მოწ­მე ფო­ტოგ­რაფ­მა ია­კობ ბრეგ­ვა­ძემ სა­კუ­თა­რი ფო­ტო­ა­პა­რა­ტით გა­და­ი­ღო.

"ჩემს ხელთ არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ია­კობ ბრეგ­ვა­ძე პი­რა­დად ინა­ხავს "სო­ნის" ციფ­რულ ფო­ტო­ა­პა­რატს, რომ­ლი­თაც იგი სუ­რა­თებს იღებ­და 2020 წლის 18 ივ­ნისს, ნა­რეკ­ვა­ვის და­სახ­ლე­ბა­ში მომ­ხდა­რი ძა­ლა­დო­ბი­სა და გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლის გა­უ­ჩი­ნა­რე­ბის დროს და იგი აპი­რებს აღ­ნიშ­ნუ­ლი ფო­ტო­ა­პა­რა­ტის

გა­ნად­გუ­რე­ბას“, - ნათ­ქვა­მია პა­ტაკ­ში, რო­მე­ლიც 22 ივ­ნისს არის და­წე­რი­ლი და რომ­ლი­თაც გა­მომ­ძი­ე­ბე­ლი მცხე­თის რა­ი­ო­ნუ­ლი სამ­მარ­თვე­ლოს უფ­რო­სის მო­ად­გი­ლეს რე­ა­გი­რე­ბის­თვის მი­მარ­თავს.

ცნო­ბის­თვის, ია­კობ ბრეგ­ვა­ძე გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლის საქ­მის ერთ-ერთი მთა­ვა­რი მოწ­მეა. იმ დროს რო­დე­საც მა­გის­ტრალ­ზე მი­მა­ვალ ახალ­გაზ­რდებს თავს და­ესხნენ, გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვილ­მა და რამ­დე­ნი­მე ახალ­გაზ­რდამ, მათ შო­რის ია­კობ­მა გა­და­წყვი­ტეს 

რო­გორც რამ­დე­ნი­მე დღის წინ ფო­ტოგ­რაფ­მა აღ­ნიშ­ნა, მან თავი იქვე მყოფ მი­ტო­ვე­ბულ შე­ნო­ბას შე­ა­ფა­რა და სწო­რედ ამის შემ­დეგ და­რე­კა პო­ლი­ცი­ა­ში და მომ­ხდა­რის შე­სა­ხებ აც­ნო­ბა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (3)
ჩაწერა სახელი
მადონა   (02.07.2020)
ვინაიდან ყველა მონაწილე ერთმანეს ხელს აფარებენ, ყველას მიესაჯოს ერთი სასჯელი მკვლელობის მუხლით და ისწავლიან ჭკუას.

გალელი   (02.07.2020)
ვარაუდი და მხოლოდ ვარაუდი...სიმართლე მხოლოდ ახალგაზრდებმა იციან...რასაც სრულად ვერც გავიგებთ,რადგან ჯგუფურად ჩადენილი დანაშაულია და ამ დროს არ ტყდებიან ბოლომდე.

ძუკუ   (02.07.2020)
სუფთა ქათამია შეხედეთ რას გავს.თავიდანვე არეულად საუბრობდა ეს მაგან ყველაფერი იცის


Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×