რეზონანსი
01.07.2020

"საქართველოში მოქმედებენ ისეთი ორგანიზაციები, მათ შორის პარტიებიც, რომლებიც არ არიან ღიად დაკავშირებული რუსეთთან, თუმცა არაპირდაპირ ემსახურებიან მათ ინტერესებს. ეს რჩება გამოწვევად და ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ ეს პრობლემა არ შეიქმნას, მათ შორის, ფინანსების კუთხით. ბუნებრივია, დაფინანსების თვალსაზრისით არსებობს გამოწვევები, შესაბამისად, ყველაფერი უნდა უნდა გაკეთდეს, რომ საქართველოში, საარჩევნოდ არ შემოვიდეს შავი ფული, მათ შორის, შავი ფული სხვა ქვეყნებიდან", - განაცხადა კობახიძემ.

კითხვაზე რომელ პარტიებს გულისხმობს, კობახიძე ამბობს, რომ არიან ღიად პრორუსული პარტიები, ასევე პარტიები, რომლებიც "ამბობენ, რომ არიან პროდასავლური ძალები, მაგრამ მათ საქართველოს ტერიტორიების 20 პროცენტი და სტრატეგიული ობიექტები რუსეთს ჩააბარეს .

"კონკრეტული პარტიები არიან, რომლებიც ღიად აცხადებენ იმის თაობაზე, რომ მათ აქვთ რუსეთთან დაახლოების ინტერესი, ისინი პირდაპირ ეწინააღმდეგებიან ნატო-ში საქართველოს ინტეგრაციის იდეას. შესაბამისად, საზოგადოებამ იცის, ვინ არიან ეს პოლიტიკური ძალები. ასევე არიან პოლიტიკური ძალები, რომლებიც ამბობენ, რომ არიან პროდასავლური ძალები, მაგრამ მათ საქართველოს ტერიტორიების 20 პროცენტი და ეკონომიკური სტრატეგიული ობიექტები რუსეთს ჩააბარეს. აქედან გამომდინარე, ასეთი პოლიტიკური ძალების შემთხვევაში, არსებობს თანამშრომლობის რისკი და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ამ კუთხით პრობლემები გამოირიცხოს. მნიშვნელოვანია ფინანსების კონტროლი და იმის კონტროლი, თუ რა ხდება მედია საშუალებებში, მათ შორის სოციალურ ქსელში. ყველაფერს უნდა დავაკვირდეთ და ვნახოთ, ხომ არ არის სადმე ინტერვენციის ნიშნები. თუ ასეთი ნიშნები არის, დაგვჭირდება რეაგირება შესაბამისი უწყებების მხრიდან", - განაცხადა კობახიძემ.

ჟურნალისტის დაზუსტებაზე, რომ სოციალურ ქსელებში სწორედ ქართულ ოცნებასთან დაკავშირებული ის გვერდები დაიბლოკა, რომელიც ანტიდასავლურ განწყობებს აღვივებდნენ, კობახიძე პასუხობს, რომ "რუსულ საქმეს ვინ აკეთებდა ხელისუფლებაში ყოფნის დროს და ვინ აკეთებს ოპოზიციაში ყოფნის დროს , ყველამ იცის."

"გვაჩვენონ ერთი შემთხვევა მაინც, „სადაც „ქართულ ოცნებასთან“ პირდაპირ თუ არაპირდაპირ დაკავშირებული რომელიმე სუბიექტი სოციალურ ქსელში აკეთებს ან პრორუსულ ან ანტიდასავლურ განცხადებებს",- აცხადებს კობახიძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (3)
ჩაწერა სახელი
giga   (02.07.2020)
"კონკრეტული პარტიები არიან, რომლებიც ღიად აცხადებენ იმის თაობაზე, რომ მათ აქვთ რუსეთთან დაახლოების ინტერესი" martali xar amjerad qochora terriero. unda dagematebina: ocneba, vaiqartvelta marshi, xorblis princesa

სიმართლე   (02.07.2020)
ეს მართლა კლუნს დაემსგავსა!!ამერიკელები ღიად ლაპარაკობენ შენს პატრონ ბიძინას რუსეთუმეობაზე, რა ისრების გადატანას ცდილობ შე სიროო!!!!!

ჭორლეონე   (01.07.2020)
ჩაგაჯვი პირში


Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×