რეზონანსი
01.07.2020

გაიზრდება თუ არა შაქარაშვილის საქმეზე დაკავებულთა პირთა რაოდენობა - მოწმის სტატუსით დაკითხული მოზარდების ადვოკატი განცხადებას აკეთებს.

მოწმეების ადვოკატი მუხრან ღურწკაია ამტკიცებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფებს არ ჰქონიათ შეხება ამ ინციდენტთან და ფიზიკურად არც არავინ უნახავთ, მიუხედავად იმისა, რომ ავტომანზე საგურამოდან თბილისისკენ იმ დროს მოძრაობდნენ, როდესაც არაგვის ხიდზე ცნობილი მოვლენები ვითარდებოდა.

თავადაპირეველად, ღურწკაია ამტკიცებდა, რომ მათ ამ საქმესთან არანაირი შეხება არ ჰქონდათ, გარდა იმისა, რომ ნახალოვკელები არიან და იგივე მარკის ავტომობილები ჰყავთ, რომლებიც საქმეში ფიგურირებს. თუმცა მოგვიანებით ადვოკატმა აღნიშნა, რომ 19 ივნისის ღამეს მისი დაცვის ქვეშ მყოფმა ერთ-ერთმა პირმა გაიგო, რომ მისი მეზობელია ერთ-ერთი დაშავებული პირი, რომელიც ამ საქმეში ფიგურირებს. თუმცა ამ პირთან საქმის მოწმეს ახლო კავშირი არ ჰქონია და ისინი მეგობრები არ ყოფილან.

ღურწკაია ამბობს, რომ საქმეში არსებული მანქანის მარკა "ტოიოტა ქამრია", ხოლო მისი დაცვის ქვეშ მყოფი პირის საკუთრებაში კი "ტოიოტა ვიტზის" მარკის ავტომობილია. მისი თქმით, ამ პირთა კუთვნილ ავტომანქანებში ჩხრეკა სრულად ჩატარდა, თუმცა ავტომობილები ნივთმტკიცებად არ ამოუღიათ.

ჩემი დაცვის ქვეშ მყოფნი, რეალურად, ცნობით არც დაბადების დღეზე ვინც იყო, იმ ადამიანებს არ იცნობენ, არც მეორე მხარეს. თუმცა როგორც შემდეგ გაირკვა, ერთერთი, რომელსაც ჰქონდა დაზიანება, იყო მათი მეზობელი - ამბობს ადვოკატი.

გამოძიებამ უნდა განიხილოს ის გარემოებები, რა შეხება აქვთ მურმან ღურწკაიას დაცვის ქვეშ მყოფებს შაქარაშვილის საქმესთან, რის შემდეგაც გაირკვევა, გაიზრდება თუ არა საქმეზე ბრალდებულთა რიცხვი.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×