რეზონანსი
01.07.2020

საქართველოში უხარისხო ბენზინის ან დიზელის იმპორტზე, წარმოებასა და რეალიზაციაზე სანქციები გამკაცრდება.

პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, გარემოს დაცვის საპარლამენტო კომიტეტი შესაბამის საკანონმდებლო ინიციატივებს წარადგენს.

„ბენზინსა და დიზელში დიდი ოდენობით ტყვია და გოგირდი აღმოაჩინეს, რაც ადამიანის ჯანმრთელობისათვის საზიანოა. სწორედ ამიტომ, საჭირო გახდა კანონმდებლობის გამკაცრება, რათა იმპორტიორმა კომპანიებმა მკაცრად დაიცვან რეგულაციები",- ნათქვამია კომიტეტის განცხადებაში.

ჯარიმა გაიზრდება კომპანიებისთვის, რომლებიც საქართველოს ტერიტორიაზე ახორციელებენ ისეთი ბენზინის ან დიზელის იმპორტს, წარმოებასა და რეალიზაციას, რომლის ხარისხიც ვერ აკმაყოფილებს დადგენილ ნორმებს.

სამართალდარღვევის განმეორებით ჩადენის შემთხვევაში, ობიექტს დაეკისრება სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა.

სრულად იხილეთ: პრაიმტაიმი

 

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
ჩაწერა სახელი
mzirali   (01.07.2020)
ყველა ბენზინ გასამრტ სადგურზე უნდა იყოს თვალსაჩინო ადგილას განთავსებული ინფორმაცია თუ რომელი ქვეყნის წარმომავლობის არის ბენზინი და დიზელის საწვავი


Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×