რეზონანსი
01.07.2020

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის ინფორმაციით, ბოლო წლების განმავლობაში კვლავ აქტუალურ თემად რჩება ავტო-გასამართ სადგურებზე რეალიზებული საწვავის ხარისხთან დაკავშირებული პრობლემები, რომლებიც თავის მხრივ პირდაპირ კავშირშია საქართველოში არსებულ ეკოლოგიურ მდგომარეობასთან. საყოველთაოდ აღიარებულია, რომ ატმოსფერული ჰაერის ძირითადი დამაბინძურებლები არიან ავტოსატრანსპორტო საშუალებები და, ბუნებრივია, რომ საწვავის ხარისხობრივი მაჩვენებლები ეკოლოგიური ვითარების შეფასებისას ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პარამეტრია.

მიმდინარე წელს, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ განხორციელდა ავტო-გასამართი სადგურებიდან საწვავის სინჯების აღება, რომელთა კვლევის შედეგად დგინდება, რომ ყოველი მე-3 სინჯი შეუსაბამო აღმოჩნდა ქვეყნის კანონმდებლობით დადგენილი საწვავის ხარისხობრივ ნორმებთან მიმართებაში. განსაკუთრებით საგანგაშოა, რომ დიზელის საწვავის სინჯებში გოგირდის შემცველობა მნიშვნელოვნად აღემატებოდა საქართველოს მთავრობის დადგენილებით გათვალისწინებულ ხარისხობრივ ნორმებს. რაც შეეხება ბენზინის საწვავს, ადგილი ჰქონდა ოქტანური რიცხვის კანონმდებლობით განსაზღვრულზე დაბალ მაჩვენებელს.

აღნიშნული ვითარება შეშფოთების საფუძველს იძლევა  იქიდან გამომდინარე, რომ ბოლო ერთ წელიწადში იმავე სამინისტროს მიერ განხორციელებული სხვადასხვა კვლევის შედეგად ყოველი მესამე-მეოთხე სინჯიდან ერთი ვერ აკმაყოფილებს ქვეყანაში დადგენილ საწვავის ხარისხობრივ სტანდარტებს, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ავტო-გასამართი სადგურების რიგი ოპერატორების მიერ სისტემატურად  ადგილი აქვს არაკონდიციური, უხარისხო პროდუქციის რეალიზაციის ფაქტებს. ამასთან, ეს საწვავი შეიძლება იყოს, როგორც იმპორტირებული, ასევე ადგილობრივად წარმოებული. ყოველივე ეს კი ხდება მიზეზი ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების და აქედან გამომდინარე ჩვენი და ჩვენი შვილების ჯანმრთელობის მდგომარეობის მნიშვნელოვანი გაუარესების.

აუცილებელია, რომ იმპორტირებული თუ ადგილობრივი წარმოების ნავთობპროდუქტების ხარისხი დაექვემდებაროს მუდმივ კონტროლს შესაბამისი ორგანოების მხრიდან, რაც ცალსახად შეუწყობს ხელს საქართველოში ეკოლოგიური ვითარების გამოსწორებას.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×