რეზონანსი
01.07.2020

თორნიკე შენგელია და მისი გუნდი „ბასკონია“ ესპანეთის ჩემპიონის ტიტულის მოსაპოვებლად „ბარსელონას“ დაუპირისპირდა. ფინალი, როგორ მოსალოდნელია დაძაბული იყო და „ბასკონიამ“ მძიმე ბრძოლაში მეტოქე მინიმალური სხვაობით, ანგარიშით – 69:67 დაამარცხა.

თორნიკე შენგელიამ მატჩი კარგად ჩაატარა, განსაკუთრებით კი მეოტხე პერიოდი, როდესაც ძალიან საჭირო სამქულიანი ჩააგდო და მნიშვნელოვანი ჩაჭრა გააკეტა. მეოთხე პერიოდშივე თორნიკე „ბარსელონას“ ლიდერს, ნიკოლა მიროტიჩს მეხუთე ჯარიმა აკიდა და პარკეტი ნაადრევად დაატოვებინა, რამაც მატჩის „ბასკონიას“ სასარგებლოდ დასრულებაში დიდი როლი ითამაშა.

თორნიკე შენგელიას ანგარიშზე 14 ქულია, ოთხი მოხსნა და ორი პასია.

მატჩის ყველაზე ღირებულ მოთამაშედ თორნიკე შენგელიას თანაგუნდელი ლუკა ვილდოსა დასახელდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×