რეზონანსი
29.06.2020

საქართველოში გერმანიის ელჩი ჰუბერტ ქნირში გამოეხმაურა მის მიმართ, ბოლო პერიოდში გაკეთებულ კრიტიკულ განცხადებებს. ელჩი  ჯანდაცვის მინისტრს, ეკატერინე ტიკარაძეს შეხვდა, რის შემდეგაც საკონსტიტუციო ცვლილებების დამტკიცების საკითხზეც ისაუბრა.

„განვიხილეთ დღევანდელი მნიშვნელოვანი სიახლე, რაც პარლამენტის მიერ საკონსტიტუციო ცვლილებების მიღებას შეეხება. ამ საკითხთან დაკავშირებით ელჩებმა განცხადებაც გავავრცელეთ. მოხარული ვარ ამ სიახლით და ეს ძალიან კარგი ნაბიჯია მომდევნო საპარლამენტო არჩევნებისთვის, რადგან გაზრდის პლურალიზმს საქართველოს პარლამენტში. როგორც საქართველოში, ასევე ზოგიერთ სხვა ქვეყანაში, ადგილობრივი პოლიტიკური საკითხების განხილვისას ძალიან უხეშ სიტყვებსა და ჟესტებს იყენებენ. გაკვირვებული ვარ იმ კომენტარებით, რასაც ადამიანები ჩემ მიმართ აკეთებდნენ, ისინი, ვისაც არ შევხვედრივარ და ჩემ შესახებ არაფერი იციან. ვთვლი, რომ აღნიშნული პოლიტიკური პროცესის ნაწილია და დემოკრატიულ განვითარებასთან ერთად საქართველო ამასაც გადალახავს. მთავარია, საკონსტიტუციო ცვლილებები მიღებულია, რაც ძალიან მახარებს“, – განაცხადა გერმანიის ელჩმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (2)
ჩაწერა სახელი
თეო   (30.06.2020)
იმიტომ რომ სიმართლე ტქვით ბატონო. ჩვენ გვაყვს ოპოზიცია, რომლის ნაწილი ვითომ პროდასავლურია, სინამდვილეში სწორედ ესენი არიან ყველაზე პრორუსული ძალა საქართველოში, რადგან ყველაზე მეტს სწორედ ესენი აკეთებენ რუსული იმპერიალიზმის მხარდასაჭერად.

ხუხა   (29.06.2020)
გადადექი ამ პერიოდში ჯობია!!!!


Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×