რეზონანსი
07.06.2020

ტვ „პირველის“ დამფუძნებელი, ვატო წერეთელი სოციალურ ქსელში პასუხობს ინგა გრიგოლიას, რომელმაც არხის დირექტორობიდან წასვლის შესახებ განაცხადა:

"დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ჩემს მეგობარს,ინგა გრიგოლიას, რომლის დირექტორობის დროს ტვ "პირველმა" მიაღწია უდიდეს წარმატებებს, წარმოუდგენლად მოკლე დროში მოახერხა გაეკეთებინა ბევრი ახალი პროექტი, საინტერესო, ყურებადი, შინაარსიანი და დინამიური. ერთი წელიც არ გასულა, რაც მან ეს პოზიცია დაიკავა და მე თვითონვე ვეღარ ვცნობ ჩვენს ტელევიზიას. არ აქვს არც ერთი დასვენების დღე, მუშაობს კვირაში შვიდი დღე, დილიდან ღამემდე, დაუჯერებელ ენერგიას ახარჯავს საქმეს, რომელიც ასე ძალიან უყვარს.

შევეცადე გამეგო მისი გადაწყვეტილება. მიყვარს, ვაფასებ და სულ მაქვს მისი იმედი, დირექტორი იქნება თუ არა, ის სულ დირექტორია ჩემს თვალში. სტატუსითაც და უსტატუსოდაც. წარმატებებს ვუსურვებ ინგას, რომელსაც უდიდესი წვლილი აქვს შეტანილი ტვ ,,პირველის" შექმნაში და განვითარებაში და აქვე პირობას ვაძლევ, რომ დავტვირთავ უფრო მეტად.

ინგას შემცვლელის ძებნა არც მიფიქრია, ორშაბათიდან ტვ ,,პირველის" გენერალური დირექტორი გავხდები მე თავად. წარმატებები ჩვენ ყველას ერთად.“

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (3)
ჩაწერა სახელი
ივანე   (07.06.2020)
სიბერეში ეტყობა ფულმა დაგძლია ქალბატონო ინგა. რასაც შენ ამბონ ლოგიკაში არ მოდის :)))). მთელი ცხოვრება ვითომ უსამართლობას და კორუფციას ებრძოდი და ახლა გვეუნები ოჯახს და მეგობრებს ვერ დავაზარალებო. გამოდის რომ შენი მეგობრები ან ოჯახი კორიფციულ საქმიანობას ან დანაშაულს სჩადიან და მაგათ ხომ არ დაზარალებ..... უღალატე შენ შენ ქვეყანას და ხალხს.... ისეთივე მოღალატე გამოდიხარ როგორც ივანიშვილია..... ვერ გიყიდეს 100 000 -დ გიყიდეს 1 მილიონად. :)))). სირცხვილია ეს ??? არა საქართველოში ეს მოსულა :)))

მედეა   (07.06.2020)
ვის პარტიაში შედის? ალბათ "ლელოში" ავ-კარგიანი ქალია და ვუსურვებ წარმატებებს, თუმცა, ძალიან მეეჭვება!

zuku   (07.06.2020)
ინგა პოლიტიკაში წავიდა ალბათ დიდი ხმა აქვს და მიკროფონის გარეშეც იტყვის სიტყვას პარლამენტში


Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×