რეზონანსი
06.06.2020

იაპონელი ექიმი-ინფექციონისტი აკიჰირო სატოს განცხადებით, კორონავირუსის პანდემიის მეორე ტალღა გარდაუვალია.

მისი თქმით, მეორე ტალღის დროს ვირუსით გაცილებით მეტი ადამიანი დაავადდება, ვიდრე ეს ახლა მოხდა.მისი თქმით, ამის საფუძველი ის არის, რომ პირველ ეტაპზე COVID-19-ით მოსახლეობის 99% არ დაავადებულა და ადამიანთა ძალიან მცირე ნაწილს აქვს ორგანიზმში კორონავირუსის ანტისხეულები. ეს მნიშვნელოვანია იმის გათვალისწინებით, რომ ვაქცინა ჯერჯერობით არ არსებობს.

"COVID-19-ის გავრცელება შენელდება, თუ მოსახლეობის 60%-ს აქვს ორგანიზმში მისი ანტისხეულები. შესაბამისად, ის არ დამთავრებულა და ჯერჯერობით არც დამთავრდება. კაცობრიობას ჯერ მის წინააღმდეგ კოლექტიური იმუნიტეტი არ გააჩნია. ყველაზე დიდ საფრთხეს ის წარმოადგენს, რომ მეირე ტალღას უმეტესი ქვეყნების ჯანდაცვის სისტემები მოულოდნელად აღიქვამენ და მოუმზადებლად შეხვდებიან," - აცხადებს ინფექციონისტი.

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×