რეზონანსი
06.06.2020

დიდი ოცეულის ქვეყნები კორონავირუსის პანდემიის წინააღმდეგ საბრძოლველად და გლობალური ჯანდაცვის მხარდასაჭერად 21 მილიარდ დოლარზე მეტს გამოყოფენ.

თანხა გათვალისწინებულია დიაგნოსტიკისთვის, თერაპიისთვის, ასევე კვლევებისა და კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის შემუშავებისთვის.

პანდემიის ეპიცენტრად კვლავ ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკა რჩება. ბრაზილიამ სიკვდილიანობის მაჩვენებლით იტალიას გადაუსწრო. ურთულესი ვითარების მიუხედავად, ქვეყანამ ეკონომიკის გადასარჩენად აკრძალვების მოხსნა დააანონსა. ბრაზილიის მხრიდან ზომების ნაადრევად მოხსნა გააკრიტიკა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ, რის გამოც ბრაზილიის პრეზიდენტი ორგანიზაციის დატოვებით დაიმუქრა.

მონაცემები გაიზარდა ინდოეთსა და ირანში. ბოლო 24 საათში ინდოეთში 2 ათასზე, ირანში კი 1,500-ზე მეტი ახალი შემთხვევა გამოვლინდა. პრეზიდენტ როუჰანის განცხადებით, ირანში კორონავირუსის შემთხვევების ზრდა ერთ-ერთ ქორწილს უკავშირდება.

პოლონეთმა საერთაშორისო ფრენების აკრძალვა 16 ივნისამდე გაახანგრძლივა, თუმცა ქვეყანაში შიდა ფრენები პირველი ივნისიდან აღდგა. კორონავირუსის მიუხედავად ვიზიტორებს მიიღებს საფრანგეთისა და ესპანეთის მუზეუმები.

გერმანიაში გასული 24 საათის განმავლობაში კოვიდ ინფექციის 407 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ვირუსით კი 33 ადამიანი დაიღუპა. სიკვდილიანობის მაჩვენებელი 40 ათასს გასცდა დიდ ბრიტანეთში.

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×