რეზონანსი
06.06.2020

5 ივნისს, გვიან ღამით, ბადახშანის პროვინციაში, ხაშის რაიონში, პოლიციის მიკროავტობუსი, რომელსაც სამართალდამცავები გადაჰყავდა, გზაზე დამონტაჟებულ ნაღმზე აფეთქდა. შედეგად, დაიღუპა ავღანეთის ადგილობრივი პოლიციის სულ მცირე 11 წევრი, მათ შორის მათი მეთაური, განაცხადა პროვინციის პოლიციის სპიკერმა სანალაჰ როჰანმა.

ტერაქტზე პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არცერთ დაჯგუფებას არ აუღია.

ამასთან, პარასკევს, ამავე რაიონში, სამთავრობო ძალებთან შეტაკებისას, მოკლულ იქნა თალიბანის ორი მებრძოლი, მათ შორის, თალიბანის მიერ დანიშნული პროვინციის გუბერნატორის მოადგილე ჰამიდულა.

შეტაკებები თალიბანის ტერორისტებსა და სამთავრობო ძალებს შორის რეგიონში მას შემდეგ დაიწყო, რაც თალიბებმა უსაფრთხოების ძალების 10 წევრი მოკლეს

 

 

 

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×