რეზონანსი
05.06.2020

პარტია „ქართული ოცნების" თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი კახი კავსაძეს დაბადების დღეს ულოცავს.

„უდიდესი სიყვარულითა და პატივისცემით ვულოცავ დაბადების დღეს დიდ არტისტს და დიდ კაცს - კახი კავსაძეს. მადლობა იმ სითბოსა და სიკეთისთვის, რომელსაც მისი თითოეული გამოჩენა გვანიჭებს ქართველებს, იმედითა და სიყვარულით გვავსებს. კახი კავსაძის მიერ უნიკალური ოსტატობითა და საოცარი გულწრფელობით შექმნილი სახეები კინოსა და თეატრში ქართული კულტურის საგანძურში, კუთვნილ და გამორჩეულ ადგილს იკავებს.

ბატონი კახი ყველა ღირსებით შემკული ადამიანია - კაცთმოყვარე და სამშობლოს მოყვარული, ნიჭიერი და შრომისმოყვარე, უღალატო მეგობარი და უბრალოდ ერთგული კაცი.

კიდევ ერთხელ ვულოცავ დაბადების დღეს ჩემი და ჩემი მეუღლის საყვარელ მეგობარს, მთელი ჩემი ოჯახისთვის ძვირფას ადამიანს - კახი კავსაძეს. ვუსურვებ ჩვეულ მხნეობას, შემართებას და დიდხანს სიცოცხლეს", - აღნიშნულია ბიძინა ივანიშვილის მილოცვაში.

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
ჩაწერა სახელი
siropias gogo   (05.06.2020)
klis mcovelebi ertmanets coven tkven dedebs hevajvi metrakeebo


Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×