რეზონანსი
05.06.2020

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსი ვაჟა სირაძე აცხადებს, რომ ვარკეთილის ერთ-ერთ საცხოვრებელ ბინაში ჩაკეტილ პირთან სამართალდამცველები მოლაპარაკებას აწარმოებენ.

როგორც ვაჟა სირაძემ აღნიშნა, ამ ეტაპისათვის პიროვნება არის შეიარაღებული, სავარაუდოდ ნასვამ მდგომარეობაში ჩაკეტილია საცხოვრებელი სახლის პირველ სართულზე.

„მან მოახდინა რამოდენიმე გასროლა უმისამართოდ, სამართალდამცველები არიან პერიმეტრზე მობილიზებული, მოსახლეობის უსაფრთხოება დაცულია. ამჟამად მიმდინარეობს მოლაპარაკებები. არავინ არ არის დაშავებული, კონკრეტულად არავის მიმართ არ განუხორციელებელია გასროლაა. ოჯახის წევრები, შვილები, მეუღლე არიან უსაფრთხოდ. ის მარტო არის ჩაკეტილი. ამ ეტაპისთვის მიმდინარეობს მოლაპარაკებები, როგორც პირადად ასევე სატელეკომუნიკაციო საშუალებით. მას არანაირი მოთხოვნა არ აქვს", - განაცხადა ვაჟა სირაძემ.

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×