რეზონანსი
05.06.2020

ვარკეთილის მესამე მასივის მე-4 მიკროში სროლის ხმა ისმოდა. არსებული ინფორმაციით, 45 წლამდე მამაკაცი 15 წუთის განმავლობაში ისროდა ცეცხლსასროლი იარაღიდან საკუთარი შვილების მიმართულებით.

გავრცელებული ინფორმაციით შვილებმა თავის დაღწევა შეძლეს და ისინი ამ წუთებში უსაფრთხო ადგილზე იმყოფებიან.

სამართალდამცავები მამაკაცის ასაყვანად შტურმის დაწყებისთვის ემზადებიან.

როგორც ადგილზე მყოფები აცხადებენ, მამაკაცს პათოლოგიური სიმთვრალე აქვს და ახლაც სწორედ ნასვამ მდგომარეობაში იმყოფება.

ადგილზე იმყოფება უფლებადამცველი დავით ცინცქალაძე, მისი თქმით, მამაკაცი ნასვამ მდგომარეობაშია და ოჯახის წევრების მისამართით მხოლოდ შესაშინებლად გაისროლა. უფლებადამცველის თქმით, მამაკაცი მონადირეა და იარაღიც სწორედ ამიტომ აქვს. დავით ცინცქალაძე მიიჩნევს, რომ დასაკავებლად შტურმი საჭიროა არაა და არსებობს რესურსი, რომ მამაკაცთან კონტაქტი პოლიციამ დაამყაროს და ისე დააკავონ.

„ოჯახის უფროსი არის 45 წლამდე მამაკაცი, რომელიც მეზობლბის გადმოცემით არის არაჩვეულებივი პიროვნება, უბრალოდ ალკოჰოლის ზემოქმდების ქვეშ არის არაადეკვატური. 40 წუთის წინ მოხდა ასეთი რაღაც, იყო ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ ბავშვებთან მოუვიდა კონფლიქტი, რის გამოც მათ შესაშინებლად გამოიყენა ცეცხლსასროლი იარაღი. არის არაადეკვატური. არ ცდილობს გარე სამყაროსთან კომუნიკაციას. მოცემულ სიტუაციაში მიმაჩნია, რომ მას არ აქვს ვინმეს მოკვლის ან განზრახ დაზიანების", - ამბობს ადვოკატი დავით ცინცქლაძე.

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
ჩაწერა სახელი
ანი   (05.06.2020)
ჩაიწყვიტეთ ხმა ამ ადვოკატებმა,აიშვით ძალიან ,ძალიან უსინდისო განცხადებებს აკეთებთ.ეგ არ არის დაცვა,ვერ ხვდებით რომ დათვურ სამსახურს უწევთ და ხალხს დამნაშავის წინააღმდეგ განაწყობთ,იქნებ სპეციალურად აკეთებთ მეტი ფული რომ გამოსძალოთ.თორემ სხვანაირად ახსნა არ აქვს ისეთ რაღაცეებს ბოდიალობთ.


Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×