რეზონანსი
05.06.2020

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ვარკეთილში, სადაც ერთ-ერთ საცხოვრებელი კორპუსის ბინაში მამაკაცია ჩაკეტილი და უმისამართოდ ისვრის, გაუვნებელყოფის ოპერაცია მიმდინარეობს.

როგორც უწყებაში აცხადებენ, სროლის შედეგად არავინ დაშავებულა.

მეზობლების ინფორმაციით კი, მამაკაცს ოჯახის წევრებთან კონფლიქტი მოუვიდა, რის შემდეგაც უმისამართოდ დაიწყო სროლა.

ასევე, მეზობლების თქმით, მამაკაცის მეუღლე და შვილები უსაფრთხო ადგილზე იმყოფებიან და მამაკაცი სახლში მარტოა.

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×