რეზონანსი
05.06.2020

გიორგი ახვლედიანმა პარტია „ერთიანი საქართველო-დემოკრატიული მოძრაობა" დატოვა.

მისი განცხადებით, ამის მიზეზი ტელოკომპანია „ტვ პირველის" ეთერში გასული რეპორტაჟია.

„მინდა, გამოვეხმაურო ტელეკომპანია „ტვ პირველში" გასულ სიუჟეტს და ინფორმაციას იმის შესახებ, რომ მე ვარ „ქართული ოცნების" ე.წ. გარე სპიკერი. ეს ტყუილია და არ შეიძლება სენსაციისა და რეიტინგის გამო გამოიგონო ამბავი და მოიტყუო. კარგად ვხვდები, რომ ამ სიბინძურის ერთადერთი ადრესატი არის ის პოლიტიკური ორგანიზაცია, რომელსაც მე წარმოვადგენ. რამდენიმე თვე რჩება არჩევნებამდე. წინასაარჩევნო კამპანია ფაქტობრივად დაწყებულია და ძალიან ადვილია ამ წინასაარჩევნო პერიოდში მოხდეს მუდმივად ამ ამბის წამოძახება და ბრალდების სახითაც შეიძლება წაუყენონ ეს სრული აბსურდი ამ პოლიტიკურ პარტიას. არ ვაპირებ, ჩემი პარტია მუდმივად უარყოფის პროცესში ჩავრთო ამ წინასაარჩევნოდ. ამიტომ, მივიღე ჩემი აზრით ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება, დავტოვო პარტია და ყველაფერ ამას ავაცილო ჩემი პარტია, რომლის წარმატებისა და კეთილდღეობისთვის ბევრი გავაკეთე", - განაცხადა ახვლედიანმა.

გიორგი ახვლედიანი ტელეკომპანია „ტვ პირველის" წინააღმდეგ სამართლებრივ დავას აპირებს.

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (4)
ჩაწერა სახელი
სტატუს ქუო   (05.06.2020)
ამ სიტუაციაში მართალი ხარ!

ბათუმელი   (05.06.2020)
გიორგი არის ნამუსიანი პოლიტიკოსი.სტატუს ქეო ვაი შენს პატრონს უბედურს.

SOS   (05.06.2020)
BURDJANADZIS partia rom datovos kvelam da gauqmdes is ajobebs ,radgan misi xelmdzgvaneli qalbatoni mogalate tagliti da fulis mosaxvechad ibrdzvis isev dabrundes mtavrobashi rato gaviwkdebat vin iko eg qalbatoni vis gverdshi da vistan ertad igebda mkvlelobisa tu xalxis terorze gadawkvetilebebs SAAKASHVILTAN da MIS NACBANDITEBTAN ertad ra sheicvala NINO??? aki isev mat gverdshi ibrdzvis sakutari jibis fulebis mosaxvechad,es qali dasacheri da cixeshi gasashvebia,is iseve rogorc NACBANDA da SAAKIANI monawilea kvela danashaulis!!!

სტატუს ქუო   (05.06.2020)
უფერული პიროვნება გინდ ყოფილა ურეიტინგო პარტიის წევრი და გინდ არა.


Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×