რეზონანსი
05.06.2020

ბოჭორიშვილის კლინიკაში 23 კოვიდინფიცირებული პაციენტი მკურნალობს. კლინიკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ამბობს, რომ აქიდან 5 ინფიცირებული ბავშვია. კლინიკას დღეს ე.წ. საბურთალოს კლასტრერიდან 2 ინფიცირებული დაემატა.

"ორი პაციენტი არის საბურთალოს კლასტერი. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. მსუბუქი, დაბალი ცხელებით და მსუბუქად გამოხატული სიმპტომებით. თითქმის ერთი კვირაა, საბურთალოს კლასტერიდან პაციენტები მკურნალობენ ჩვენთან და ეს ორი ახალი პაციენტიც საკარანტინო ზონიდან არის", - უთხრა მედიას სონღულაშვილმა.

მისი თქმით ინფიცირებული პაციენტებიდან 1 პაციენტი საყურადღებოა.

"ერთი პაციენტია საყურადღებო, რომელიც დატვირთულია ქრონიკული დაავადებებით. დანარჩენი პაციენტების მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ველოდებით ერთი მოზარდის და სამი მოზრდილის გამოჯანმრთელებას", - ამბობს სოლოღაშვილი.

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×