რეზონანსი
04.06.2020

 „ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერის, გიგა ბოკერიას განცხადებით, თუ „ნაციონალური მოძრაობა" დანარჩენ ოპოზიციასთან შეთანხმებას არჩევნების საკითხზე ვერ მოახერხებს და ერთიან კანდიდატებზე ვერ ჩამოყალიბდებიან, მაშინ მათ ამომრჩეველი დასჯის.

ამის შესახებ ბოკერიამ „პალიტრანიუსის" გადაცემაში „360 გრადუსი" განაცხადა.

კითხვაზე: რა მოხდება იმ შემთხვევაში, თუ ამომრჩეველს მხოლოდ ორი არჩევანი დარჩება - „ნაციონალური მოძრაობა" თუ ქართული ოცნება" და "ნაციონალური მოძრაობა" არ დათმობს თავის წილ კანდიდატურებს? - ბოკერიამ უპასუხა: „ორი არჩევანი არ დარჩება. ასე არ მოხდება".

როგორც მან აღნიშნა, შეთანხმება არჩევნების პირველივე ტურისთვის უნდა მოხდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი ხელს „ივანიშვილის თამაშს" შეუწყობენ.

„ნაციონალური მოძრაობა ძალიან დაზიანდებიან ამ პროცესით თუ ამას ჩაშლიან და ამისთვის მათ ამომრჩეველი დასჯის. მეორე ტურებშიც იქნებიან სხვა ოპოზიციის, მათ შორის „ევროპული საქართველოს" კანდიდატები. წინა არჩევნებშიც კი იყო, რომ „ევროპულმა საქართველომ" „ნაციონალურ მოძრაობაზე" მეტი ხმა აიღო, ან ტოლი ხმა გვქონდა, მაგალითად, იმერეთში, ახლა რაოდენობა გაიზრდება და სხვა პარტიებიც შემოვლენ ამ თამაშში. ამომრჩეველი დასჯის იმას, ვინც ასე არაგონივრულად და ხარბად მოიქცევა. მაგრამ ეს არ არის ის, რაც ჩვენ გვსურს. ჩვენ გვსურს, რომ გაუაზრებელი და უპასუხისმგებლო საუბრები ჩამოწიონ გვერდზე და რეალურად შევთანხმდეთ პირველ რიგში თბილისზე და შემდეგ საკვანძო ადგილებზე დანარჩენ საქართველოში. ხაზს ვუსვამ, რომ ვინმეს არ მინდა ეგონოს თბილისს აქვს მნიშვნელობა და დანარჩენ საქართველოს ნაკლები, ამას არ ვგულისხმობ, სუფთა საარჩევნო სპეციფიკიდან გამომდინარე ვამბობ", - განაცხადა გიგა ბოკერიამ და დასძინა, რომ მან არ იცის, "რატომ შეიცვალა „ნაციონალური მოძრაობის" რიტორიკა და ეს მათ უნდა ვკითხოთ."

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
ჩაწერა სახელი
ლინდა   (05.06.2020)
რა სამრცხვინოები ხართ, თქვე უზნეოებო, შენს ცოლთან ერთად, ფსიქოპათი ქალი და უსინდისო ქმარი! ევროქოცები - ტიპური მოღალატეები, მიშას ფრჩხილის ღირსნიც არა ხართ!!!


Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×